ენდოსკოპიური კვლევები: კუჭ-ნაწლავის თანამედროვე და საიმედო დიაგნოსტიკის მეთოდი.
ენდოსკოპია არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ეფექტური დიაგნოსტიკური საშუალება, რა დროსაც დრეკადი ენდოსკოპის საშუალებით ხდება ლორწოვანის დეტალური დათვალიერება. პროცედურის დროს შესაძლებელი ხდება გამოვავლინოთ სხვადასხვა სახის პათოლოგიები , ანთებითი პროცესები, წყლულოვანი დაავადებები, სისხლდენის მიზეზები, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე შესაძლებელია ქსოვილის ნიმუშების აღება ე.წ. ბიოფსია, მორფოლოგიური კვლევისათვის. როგორია სტატისტიკა, საჭიროა თუ არა პრევენციისთვის ექიმთან ვიზიტი და რა უნდა ვიცოდეთ გასტროენტეროლოგიური დაავადებების შესახებ, ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ენდოსკოპისტი თეიმურაზ სამადაშვილი.
1. როგორია სტატისტიკა და თქვენი დაკვირვება?
გასტროენტეროლოგიური დაავადებების სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში საკმაოდ განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ იმატა მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიურმა პათოლოგიებმა, რაც ძირითადად გამოწვეულია მოსახლეობის მხრიდან არასაკმარისი ყურადღებით, დროულად მომართვის შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული გართულებები.
2. რა არის გასტროენტეროლოგიური დაავადებების გამომწვევი მიზეზები?
გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ჰელიკობაქტერია, არასწორი კვება, მავნე ჩვევები, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, სტრესი, გენეტიკური ანამნეზი.
3. საჭიროა თუ არა პრევენციისთვის ექიმთან ვიზიტი?
ჯანმრთელ ადამიანებში სასურველია 5 წელიწადში ერთხელ კუჭის ენდოსკოპიური კვლევა. ვინაიდან კოლორექტალური სიმსივნეების მაჩვენებელი იზრდება, რეკომენდებულია 45 წლის ზემოთ კოლონოსკოპია, მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა. ასევე საჭიროა ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბება, მაღალი ბოჭკოს შემცვლელი საკვები, ნაკლები ცხიმი და ალკოჰოლი.
4.როგორია დიაგნოსტიკის მეთოდი?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტირება ხდება დრეკადი ენდოსკოპებით, ღრუ ორგანოების დათვალიერება, საყლაპავის, კუჭის, 12 გოჯა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა. ზემოთ ხსენებული კვლევების ჩატარება შესაძლებელია ვენური ანესთეზიით, რაც ამცირებს პროცედურებთან დაკავშირებულ დისკომფორტს და არასასიამოვნო შეგრძნებებს.
5. რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ და რა რჩევას მოგვცემდით?
ექიმთან დროულად მისვლით და გამოკვლევით თავს ავარიდებთ გასტროენტეროლოგიური დაავადებების გართულებულ ფორმებს და შევამცირებთ ოპერაციის მასშტაბებს და რეაბილიტაციის დროს.
- ნახვები:304