2025-02-20

რა როლს ასრულებს მაგნიუმი ადამიანის ჯანმრთელობაში.

რა არის მაგნიუმი? რა როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობაში, როგორ დასტურდება მისი დეფიციტი და რა საკვები შეიცავს მას  ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ლაბორანტი შორენა ჯინჭარაძე.

- რა არის მაგნიუმი?                                                  

მაგნიუმი მიეკუთვნება მიკროელემენტების ჯგუფს და ძალზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში. ის არის ესენციური ორგანიზმი და საკვებიდან ხდება მიღება. მაგნიუმის დიდი ნაწილი ძვალშია  ლოკალიზებული, დანარჩენი კი რბილ ქსოვილებში, ერითროციტებში, კუნთში , ღვიძლში, არის ფერმენტების შემადგენლობაში.

მაგნიუმი არეგულირებს გულის ცემის მუშაობას, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუცილებელია ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემაში, მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, დე ვიტამინის გააქტიურებაში, არის ანთების სააწინააღმდეგო,არეგულირებს შაქრის დონეს ორგანიზმში, მონაწილეობს ცილების სინთეზში, ლიპიდური ცვლის რეგულაციაში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას.

ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობას უმეტესად განაპირობებს

ალკოჰოლზე   დამოკიდებულება, კვების დარღვევა, შეწოვის დარღვევა,

ქრონიკული დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, გულის უკმარისობა , თირკმლის დაავადებები.

მაგნიუმის დეფიციტის ნიშანია  ორგანიზმში დაღლილობა,

სისუსტე, გულის ცემის დარღვევები, მაგნიუმის ერთერთი გავრცელებული სიმპტომია კრამპი ,, ძარღვის გაკვანძვა ‘’, პარესთეზია ანუ მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც გამოიხატება დაბუჟებით, გულის რიტმის დარღვევა, გულმავიწყობა, კონცენტრაციის გაძნელება , ფორიაქი, თავის ტკივილი.

მაგნიუმის დეფიციტის რისკ ჯგუფში არიან, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, სისხლში შაქრის მომატება იწვევს შარდში მეტი მაგნიუმის გამოყოფას.

 გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულები,აქტიური სპორტსმენები. კუნთები მუშაობის დროს მოიხმარს მეტ მაგნიუმს.

მოზარდები, ორსულები, სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები.

Na+, K+ და Ca2+ იონებთან ერთად, მაგნიუმი მონაწილეობს ნეირომუსკულური აგზნებადობისა და სისხლის კოაგულაციის მექანიზმში. კალციუმის და მაგნიუმის მოქმედებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ორი ელემენტიდან ერთის დეფიციტი მნიშვნელოვნად მოქმედებს მეორე ელემენტის მეტაბოლიზმზე (მაგნიუმი აუცილებელია კალციუმის როგორც ნაწლავში შეწოვისთვის, ასევე მისი მეტაბოლიზმისთვის).

- შეიძლება თუ არა ორგანიზმში მაგნიუმის სიჭარბე იყოს?

კვებით მაგნიუმის დონის გადაჭარბება თითქმის შეუძლებელია, 

სიჭარბე ხშირად ვითარდება მაგნიუმის კალციუმსა და ფოსფორთან ერთად მიღებისას.

- რს საკვები შეიცავს მაგნიუმს?

მაგნიუმს ბევრი საკვები შეიცავს. ყველაზე მეტს – თხილეული (კეშიუ,  კაკალი, ნუში, არაქისი, თხილი, ნიგოზი, მთლიანი მარცვლეული (წიწიბურა, ქერი), პარკოსნები (ბარდა, ლობიო, მდოგვი), შედარებით ნაკლებს – რძის ნაწარმი.

- როგორ დასტურდება მაგნიუმის დეფიციტი?

მაგნიუმის დეფიციტი დასტურდება ლაბორატორიული კვლევით.

მაგნიუმის დეფიციტის ნიშნების არსებობისას, მაგნიუმთან ერთად რეკომინდირებულია კალციუმის კალიუმის და მაგნიუმის განსაზღვრა.

- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ანალიზის გაკეთებამდე?

მაგნიუმის ანალიზის კვლევა სპეციფიურ მომზადებას არ საჭიროებს. რეკომენდირებულია კვლევამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

  • ნახვები:294

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები