ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

ციტოლოგია

ციტოლოგია

მედიცინის და ბიოლოგიური მეცნიერებების  თანამედროვე მიღწევებმა მკვეთრად აამაღლა ციტოლოგიის, როგორც დაავადებათა უჯრედულ დონეზე შემსწავლელი მეცნიერების,  როლი.  რამოდენიმე ათეული წლის წინ ამ დარგის შესაძლებლობები შემოიფარგლებოდა სიმსივნური უჯრედების აღწერილობით. მოლეკულური ბიოლოგიის და იმუნომორფოლოგიური კვლევების განვითარებამ განაპირობა ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკის განსაზღვრა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ავთვისებიანი სიმსივნეები განკურნებადია. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კვლევის თანამედროვე მეთოდების კომპლექსური გამოყენებით. დღეს უკვე შესაძლებელია ციტოლოგიური გამოკვლევის ინტეგრირებული გამოყენება მოლეკულური ბიოლოგიის და იმუნომორფოლოგიურ კვლევებთან, რაც საგრძნობლად ამცირებს დაუზუსტებელი დიაგნოზების რიცხვს. ჩვენი ლაბორატორია  კვალდაკვალ მისდევს მეცნიერულ სიახლეებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ მომიჯნავე დარგის კოლეგებთან როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ჩვენს უცხოელ და ქართველ  პარტნიორებთან ერთად განიხილება რთული და საინტერესო შემთხვევები. 

ციტოლოგიური ლაბორატორიის შესაძლებლობები:

წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA)

  • სარძევე ჯირკვლის
  • ფარისებრი ჯირკვლის
  • ლიმფური კვანძის
  • რბილი ქსოვილების
  • კანქვეშა წარმონაქმნების
  • ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის

სხვადასხვა ღრუების გამონაჟონი

  • პლევრის ღრუ
  • ასციტური სითხე
  • პერიკარდიუმის სითხე
  • თავ-ზურგტვინის სითხე

გინეკოლოგიური მასალის შესწავლა

  • PAP-ნაცხი
  • ოპერაციის და სხივური თერაპიის შემდგომი მდგომარეობის შეფასება
  • ენდომეტრიუმის კიურეტაჟი
  • ენდოცერვიკალური არხის კიურეტაჟი
  • დუგლასის ფოსოს სითხე

კანის სიმსივნური და სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნები

  • კანის ანაფხეკი და ანაბეჭდი

შარდ-სასქესო სისტემა

  • შარდის ნალექის ციტოლოგიური გამოკვლევა
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა
  • ურეთრის ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა

ენდოსკოპიური მასალის შესწავლა

  • ბრონქიალური ლავაჟი და ბიოპტატის ანაბეჭდები
  • ცხვირ-ხახის ბიოპტატის ანაბეჭდები
  • ხორხის ბიოპტატის ანაბეჭდები
  • საჭმლის მომნებელი ტრაქტის ბიოპტატის ანაბეჭდები

სასუნთქი  სისტემა

  • ნახველის ციტოლოგიური გამოკვლევა
  • ფილტვის  ბიოპტატის ციტოლოგიური გამოკვლევა

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები