თერაპია
ფართო პროფილური სპეციალისტია. ის ახორციელებს თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ვიზიტი თერაპევტთან მოიცავს:
- ანამნეზის შეკრება - ექიმი ყურადღებით ეცნობა პაციენტის ჩივილებს, ამ ჩივილების წარმოშობის მიზეზებს, პერიოდს, ხანგრძლივობას. აუცილებლად აზუსტებს რა უძღოდა წინ პათოლოგიური სიმპტომების გამოვლენას, აქვს თუ არა პაციენტს ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები.
- პაციენტის დათვალიერება - თერაპევტი იკვლევს კანს და ხილულ ლორწოვან გარსებს, აფასებს სხეულის კონსტიტუციას. ასევე აფასებს ხილული დაზიანებების, ჭრილობების, ასიმეტრიის და სხვა დეფექტების არსებობას.
- პალპაცია - პალპაციის დროს განისაზღვრება კუნთების დაძაბულობა და ტკივილის არსებობა ან არარსებობა ლოკალურად. თერაპევტი ამოწმებს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს მობილობასა და მდგომარეობას მუცლის ღრმა პალპაციის დროს.
- პერკუსია - მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ექიმი იკვლევს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოს (მაგ.: პლევრა, ღვიძლი, ელენთა) პოზიციურ მდგომარეობას და მათში არსებულ ცვლილებებს პერკუსიისას მიღებული ხმის ტიპის მიხედვით.
- აუსკულტაცია - ფონენდოსკოპის გამოყენებით ექიმი ისმენს ფილტვებს, გულს და ნაწლავებს (დგინდება ნაწლავებში არსებული აირების სიჭარბე, პერისტალტიკის ხარისხი და ა.შ.).
- არტერიული წნევის და გულისცემის გაზომვა.
ეს პირველადი მონაცემები მნიშვნელოვანია შემდგომი დიაგნოსტიკური გეგმის შედგენისა და სავარაუდო დიაგნოზის დასადგენად.
- ლაბორატორიული ინსტრუმენტული დიაგნოსტიკური პროცედურების დანიშვნა
თუ მიღებული დიაგნოსტიკური მონაცემები იძლევა დიაგნოზის დადგენის საშუალებას, რომელიც შედის თერაპევტის მკურნალობის პროფილში, მაშინ ის აკონტროლებს მკურნალობის პროცესს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე. მკურნალობის გეგმა დგინდებაა ინდივიდუალურად, კლინიკური შემთხვევის მახასიათებლების მიხედვით. თუკი კვლევების შედეგი ცდება თერაპევტის კომპეტენციას, ამისამართებს პაციენტს ვიწრო სპეციალიზაციის (ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ონკოლოგი და ა.შ.) ექიმთან.