ჰისტოპათოლოგიური ლაბორატორია
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ჰისტოპათოლოგიური ლაბორატორია სრულად ავტომატიზებული სივრცეა, სადაც ტარდება ციტოლოგიური, პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები.
ლაბორატორია აღჭურვილია LEICA-ს უახლესი აპარატურით, მათ შორის:
- LEICA AUTOSTAINER BOND MAX (2017, მე-5 სერია) – სრულად ავტომატიზირებული იმუნოჰისტოქიმიური ანალიზატორი
- LEICA RM 2255 MICROTOME – მაღალი სიზუსტის მიკროტომი
- LEICA HistoCore PEARL (2017) – ქსოვილების დამუშავების უახლესი სისტემა
- ციფრული მიკროსკოპები და სხვა დამხმარე ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკას
ლაბორატორიის უპირატესობები:
- მაღალი სიზუსტე და ოპერატიულობა – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
- ინოვაციური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
- პათომორფოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი
- გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პათომორფოლოგების გუნდი
მთავარი მიმართულებები:
- სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მორფოლოგიური დიაგნოსტიკა
- კლინიკო-ანატომიური ანალიზი და პროცესების პროგნოზირება
- იმუნოჰისტოქიმიური კვლევა – LEICA AUTOSTAINER BOND MAX-ის საშუალებით, ანტისხეულების ფართო სპექტრის გამოყენებით
იმუნოჰისტოქიმიური კვლევების მიზნები:
- სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება
- პირველადი კერის იდენტიფიკაცია მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში
- სიმსივნის ანაპლაზიის ხარისხის განსაზღვრა
- იმუნოფენოტიპის დადგენა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს
- ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების განსაზღვრა ძუძუს კიბოს შემთხვევაში
- ონკოგენ C-erbB-2/Her-2/new ექსპრესიის შეფასება
- სიმსივნური ქსოვილის მგრძნობელობის განსაზღვრა ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ