ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

ანესთეზია,  რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია. 

ანესთეზია,  რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია. 

ანესთეზიის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილება.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის სამსახური უზრუნველყოფს ანესთეზიოლოგიური და კრიტიკული მდგომარეობის მართვის სრულ სპექტრს — როგორც ქირურგიული, ისე არასაოპერაციო მიმართულებით.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი მკურნალობის ყველა ეტაპზე — დაწყებული წინასაოპერაციო შეფასებით, გაგრძელებული ოპერაციის მიმდინარეობით და დასრულებული ოპერაციის შემდგომი მონიტორინგითა და ეფექტური ტკივილის მართვით.

სამსახური უზრუნველყოფს:

  • ზოგად და რეგიონულ ანესთეზიას ქირურგიული ჩარევებისას,
  • სედაციას ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და მცირე ინვაზიური პროცედურებისას,
  • ანესთეზიოლოგიურ მონიტორინგსა და დახმარებას ქიმიოთერაპიის მიმდინარეობისას, მათ შორის ვენური პორტების იმპლანტაციისას.

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის:

  • მრავალპროფილური საანესთეზიო და სასუნთქი აპარატებით,
  • გაზოანალიზატორებითა და კარდიომონიტორებით,
  • ინფუზომატებითა და დოზატორებით,
  • ჰემოდინამიკისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შეფასების სისტემებით.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პაციენტმა მიიღოს ინდივიდუალურად დაგეგმილი, თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული მკურნალობა — გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ანესთეზიოლოგების მეთვალყურეობით — უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები