ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

ჰისტოლოგიური (პათომორფოლოგიური) კვლევა

პაციენტის ქსოვილის ფრაგმენტის გამოკვლევა, რომელიც მიღებულია ბიოფსიით ან ოპერაციის დროს.
კვლევის მიზანი
•    დიაგნოსტიკა
•    ჩატარებული ქირურგიული მკურნალობის ადექვატურობის შეფასება (ოპერაციის რადიკალურობა)
•    მკურნალობის შერჩევა
•    სიმსივნის საწინააღმდეგო სისტემურ თერაპიაზე პასუხის შეფასება
კოის მორფოლოგიურ ლაბორატორიაში ტარდება მასალის ჰისტოლოგიური (პასუხი 10 დღეში) და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა (წინასწარ შედეგის მირების ვადების პროგნოზირება რთულია)
იმუნოჰისტოქიმიური კვლევის დანიშნულება:
•    სიმსივნის ტიპისა და ქვეტიპის, მისი ავთვისებიანობის ხარისხის და ონკოლოგიური პროცესის გავრცელების დადგენა;
•    პროლიფერაციული დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკა;
•    უჯრედებში ცვლილებების გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა;
•    ეფექტური თერაპიის შერჩევა;
•    სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება;
•    მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
•    კიბოს რეცეპტორების სტატუსის დიაგნოსტიკისთვის (მაგალითად, ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო);
•    სიმსივნის პირველადი ლოკალიზაციის დადგენა;
•    დაზიანებული უჯრედების ავთვისებიანობის პოტენციალის იდენტიფიცირება;
პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უპირატესობები
•    შესრულებული სამუშაოს სიზუსტე და ოპერატიულობა 
•    თანამედროვე უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა 
•    პათომორფოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი
•    გამოცდილი მაღალკვალიფიციური პათომორფოლოგების  და ლაბორანტების ჯგუფი
 

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები