ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

გინეკოლოგია

გინეკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო-რეპროდუქციული ორგანოების ანატომიას, ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში  დანერგილია გინეკოლოგიურ დაავადებათა  კონსერვატიული, ამბულატორიული და  ქირურგიული მკურნალობა.

ქალის სასქესო-რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ასაკში: მოზარდობიდან - ხანდაზმულობამდე. ჩვენი  სპეციალისტები  მუდმივად  ზრუნავენ ქალბატონებზე ცხოვრების ყველა ეტაპზე, როგორც ამბულატორული, ასევე ქირურგიული გინეკოლოგიის მიმართულებით.

პაციენტებს შეუძლიათ ერთ სივრცეში დროულად და კომპლექსურად მიიღონ მომსახურება. საუკეთესო სპეციალისტები, თანამედროვე სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ანალიზების სრული სპექტრი საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს პათოლოგია და სწორი დიაგნოზის საფუძველზე  დაინიშნოს ყველაზე ეფექტური, რაციონალური და პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური მკურნალობა.

ამბუალტორიული  გინეკოლოგია მოიცავს გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და  მკურნალობას :

  • ქვედა სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებების მკურნალობა 
  • მცირე მენჯის ანთებადი დაავადებები
  • კონტრაცეფცია
  • ოჯახის დაგეგმარება
  • პათოლოგიური სისხლდენები სასქესო ორგანოებიდან
  • ტკივილი მცირე მენჯში
  • ენდომეტრიოზი და ადენომიოზი
  • საკვერცხეების  პოლიკისტოზური   სინდრომი
  • ამენოროეა
  • პრემენსტრუალური  სინდრომის (PMS) მართვა
  • მენოპაუზა და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
  • გენიტალური  პროლაფსი და შარდის შეუკავებლობა
  • გარეთა სასქესო ორგანოების  კიბოსწინარე დაავდებები

გამოკველევის მეთოდები:

  • მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა
  • სონოჰისტეროსკოპია
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა- კოლპოსკოპია, პაპ-ტესტი, ბიოფსია
  • სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა
  • საშვილოსნოს ღრუს ასპირაციული ბიოფსია
  • გარეთა სასქესო ორგანოების ბიოფსია

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები