ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფია


კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - რადიოლოგი ნინო კობიაშვილი.

კლინიკური  ონკოლოგიის ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება აღჭურვილია უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფიით Aquilion Prime SP

აღნიშნული ტომოგრაფი არის მაღალი დონის ტექნოლოგია, რომელიც  ორიენტირებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე.

ხელოვნური ინტელექტის  ინტეგრირებული აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს დაბალი დოზით მივიღოთ მკვეთრი, მკაფიო და   უმაღლესი ხარისხის მონაცემები უმოკლეს დროში.

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია?

კომპიუტერული ტომოგრაფია კტ (CT) არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომლის პრინციპია მგრძნობიარე დეტექტორის საშუალებით პაციენტის სხეულში გავლილი რენტგენული სხივების დაფიქსირების შემდეგ მათი ელექტორულ იმპულსებად ტრანსფორმაცია.

მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით, კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი საშუალებით ხდება ორგანოების და პათოლოგიური წარმონაქმნების ფორმის, ზომის , ტოპოგრაფიული ზუსტი ლოკალიზაციის, მეზობელ ქსოვილებთან ურთიერთდამოკიდებულების  დადგენა. დიაგნოზის სიზუსტისთვის, ხშირ შემთხვევაში საჭიროებს იოდის შემცველ , ინტრავენურ ინექციას (კონტრასტს), რომლის შეყვანაც განაპირობებს რენტგენის სხივების შთანთქმის გაძლიერებას როგორც  სისხლძარღვოვან სისტემაში , ისე ორგანოთა პარენქიმაში.

 Aquilion Prime Sp კომპიუტერული ტომოგრაფი  აერთიანებს შემდეგს:

თავის ტვინის
ქალას ძვლების
ხერხემლის  
გულმკერდის
მუცლის ღრუს
მცირე მენჯის ღრუს
კტ ანგიოგრაფია Ct კარდიოგრაფია არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი როგორც Aqualion Prime SP -ით , ინტელექტუალური supecardio  ძრავის ფუნქციონირება დაფუძნებულია ათასობით კვლების შედეგზე.

ძვალკუნთოვანი სისტემა  გაუმჯობესებული ვიზუალიზაცია ძვლისა და რბილი ქსოვილების დოზა ნეიტრალური SEMAR( SINGE ENERGY METAL ARTIFACT REDUCTION )  იყენებს  რეკონსტრუქციის დახვეწილ ტექნიკას   ლითონის მიერ გამოწვეული არტეფაქტების შესამცირებლად, რაც აუმჯობესებს იმპლანტის, საყრდენი ძვლის და მიმდებარე რბილი ქსოვილის ვიზუალიზაციას მკაფიო დიაგნოზისთვის.

Aqualion prime sp- ის მეშვეობით შესაძლებელია სიმსივნის აღმოჩენა და სტადირება,  მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრა.

Advanced intelligent Clear-IQ Engine (AiCE) – არის ინოვაციური მიდგომა CT რეკონსტრუქციაში , რომელიც იყენებს ღრმა სწავლის ტექნოლოგიას (Deep learning technology) სივრცითი გარჩევადობის და დაბალი ხმის თვისებებით. AiCE- აპარატი საშუალებას იძლევა უსწრაფესად მიღებულ იქნეს გამოსახულების უმაღლესი ხარისხი. მისი უპირატესობებია:

დაბალი ხმა
ბუნებრივი გამოსახულების ტექსტურა
მკვეთრი მაღალი კონტრასტის  გარჩევადობა , რეზოლუცია
წმინდა დაბალი კონტრასტის გამოვლენა.
PUREViSION Optics ი უზრუნველყოფს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გამოსახულებას ფოტონის წარმოქმნიდან გამოვლენამდე  ოპტიმიზებული სხივის  სპექტრი ეფექტურ დეტექტორთან ერთად იძლევა უკეთეს ბალანსს გამოსახულების ხარისხს და დასხივების დოზას შორის.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები