სერვისები --> ენდოსკოპია

ენდოსკოპია

 

ენდოსკოპია

 

გამოკვლევები ტარდება თანამედროვე, ენდო-ვიდეო აპარატურით,რაც საშუალებას გვაძვლევს დროულად მოვახდინოთ ხორხის, ფილტვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

 

ბრონქოსკოპია - ტრაქეისა და ბრონქების გამოკვლევა ბრონქოსკოპის საშუალებით.

 

ბრონქოსკოპიისას  უცხო სხეულისა და ბრონქული სეკრეტის ამოღება, ბიოფსია, ან ახალწარმონაქმნის ამოკვეთა ხდება.

 

ეზოფაგო-გასტრო-დუოდენოსკოპია -  საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი, სიმსივნური და სხვა დაავადებების გამოვლენა, ენდოსკოპიური პოლიპექტომია.

კოლონოსკოპია – მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიური პროცესების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ადგილობრივი ანესთეზიით და სედაციით).