2024-12-17

3D ციფრული მამოგრაფია

ციფრული რენტგენო მამოგრაფია ტომოსინთეზით ანუ 3D მამოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში. ეს მეთოდი მიჩნეულია სარძევე ჯირკვლის კვლევის „ოქროს სტანდარტად“, ვინაიდან ახასიათებს მაღალი (>92%) სპეციფიურობა. ციფრული მამოგრაფიის უახლესი აპარატი HOLOGIC მინიმალური დასხივების დოზისა და ხანმოკლე გამოკვლევის დროის საფუძველზე უზრუნველყოფს გამოსახულების გამორჩეულ ხარისხს.

ამ აპარატმა რევოლუცია მოახდინა ძუძუს კიბოს და ზოგადად სარძევე ჯირკვლის დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში. მას აქვს უნარი ერთჯერადი დასხივებით მოახდინოს როგორც 2D, ისე 3D გამოსახულებების რეკონსტრუქცია. ტომოსინთეზი საშუალებას გვაძლევს მოხდეს სარძევე ჯირკვლის 1მმ-მდე სისქის შრეების გამოსახულებების მიღება და აქედან გამომდინარე ისეთი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა, რომელთა ვიზუალიზაციაც ვერ ხერხდება 2D კვლევაზე მათი მცირე ზომისა და „ზედდებითი“ (სუმაციური) გამოსახულების გამო.

კვლევებით დასტურდება, რომ მამოგრაფია-ტომოსინტეზით 25-35%-ით უკეთ ავლენს სარძევე ჯირკვლის კიბოს სტანდარტულ 2D მამოგრაფიასთან შედარებით. ამ მეთოდის საშუალებით უკეთ ვიზუალიზდება წარმონაქმნის კონტურები, მეტი სიზუსტით განისაზღვრება პათოლოგიის ლოკალიზაცია, რაც ძირითად პრობლემას წარმოადგენს ხოლმე მაღალი რადიოლოგიური სიმკვრივის სარძევე ჯირკვლის შეფასებისას. ამასთან ერთად მნიშვნელოვნად მცირდება ცრუდადებითი დიაგნოზების სიხშირე.

გარდა მამოგრაფია-ტომოსინთეზისა, HOLOGIC მამოგრაფიის აპარატს აქვს კონტრასტული მამოგრაფიისა და სტერეოტაქსიური ვაკუუმ-ბიოფსიის ფუნქცია.

სტერეოტაქსიური ბიოფსია გადამწყვეტ როლს ასრულებს მიკროკალცინატებისა და მცირე ზომის არქიტექტურული დეზორგანიზაციის შეფასებაში, HOLOGIC აპარატით ბიოფსიის უპირატესობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაცია და ტომოსინტეზით ბიოფსიის შესაძლებლობა, რასაც მოკლებულია მანამდე არსებული სტერეოტაქსიული ბიოფსიის აპარატები.

  • ნახვები:200

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები