2024-12-10

AACI-ის საერთაშორისო აკრედიტაცია

2024 წელს კლინიკურმა ონკოლოგიის ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ – წარმატებით გაიარა ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიის (AACI) შეფასება.

ამ მიღწევით ინსტიტუტი რეგიონში გახდა პირველი ონკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა AACI-ის საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები.

ეს აკრედიტაცია ხაზს უსვამს კლინიკის პროფესიონალიზმს, პაციენტის უსაფრთხოების პრიორიტეტულობას და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას.

AACI-ის საერთაშორისო აღიარება არა მხოლოდ დაწესებულების სანდოობას ამაღლებს, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი მზად არის მოერგოს და დააკმაყოფილოს მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის უმაღლესი სტანდარტები.

ეს მიღწევა ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, ინოვაციური მიდგომებისა და პაციენტებზე ზრუნვის უმთავრესი პრინციპების შედეგია.

ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენთან ერთად ვქმნით ჯანმრთელობის უკეთეს მომავალს!

  • ნახვები:90

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები