ექოსკოპია
ინსტიტუტი აღჭურვილია თანამედროვე ექოსკოპიის აპარატურით (ფერადი დოპლერგრაფიით), რომლის მეშვეობითაც მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტები ატარებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს: მუცლის ღრუს, შარდგამომყოფი სისტემის, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა), გინეკოლოგიური, სამეანო, სარძევე ჯირკვლის,
ფარისებრი ჯირკვლის,ძვალ-სახსართა სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ექოსკოპიას.
ექოსკოპია არის კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის, იგი არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე ორგანოს ან სისტემის გამოკვლევით და მოიცავს თითქმის მთელ ორგანიზმს.