კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი აღჭურვილია მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით Toshiba aquilion, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში გამოსახულების მაღალი ხარისხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამისთვის Toshiba-მ შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც აღჭურვილია-Aquilion-ის.სისტემა.
მასში ინსტალირებულია Toshiba-ს უახლესი სისტემა AIDR - 3D (Adaptive Iterative Dose Reduction 3D), რომელიც ამცირებს დასხივების დოზას და ინარჩუნებს გამოსახულებას. კვლევის ხანგრძლივობა კი რამდენიმე წამიდან–წუთამდე მერყეობს, რაც მიღწეულია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით.