სერვისები --> ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია

 ქომიოთერაპია.

 

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის  ქიმიოთერაპიული და საერთაშორისიო კლინიკური კვლევების დეპარტამენტი ფუნქციონირებს კლინიკის დაარსების დღიდან.

განყოფილებაში ტარდება როგორც სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე ლიმფომების მედიკამენტოზური (ქიმიოთერაპია, სამიზნე თერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია)  მკურნალობა. თითოეული პაციენტისათვის მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად  ავთვისებიანი დაავადების ჰისტო მორფოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებითა  და უახლესი საერთაშორისო გზა მკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით.

დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, ამ პროექტების   მეშვეობით  არა-ერთმა ონკოლოგიურმა პაციენტმა მიიღო ადექვატური, უახლესი, ძვირად ღირებული მკურნალობა; ქიმიოთერაპიული და საერთაშორისო კლინიკური კვლევების დეპარტამენტმა   რამოდენიმეჯერ წარმატებით  გაიარა როგორც ამერიკის  ისე ევროპის სამედიცინო სააგენტოების  (FDA  და  EMA) ინსპექცია.