სერვისები --> ონკო-გინეკოლოგია

ონკო-გინეკოლოგია

გინეკოლოგია.

გინეკოლოგიური და ონკოგინოკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე რეკომენდაციების   გათვალისწინებით  ტარდება.

ოპერაციული გინეკოლოგია და ონკოგინეკოლოგია წარმოადგენს კლინიკის პრიორიტეტს და მოიცავს  ამბულატორულ და სტაციონარულ მიმართულებას.

ოპერაციები სრულდება ლაპაროტომული, ენდოსკოპიური და ვაგინალური მიდგომით. პაციენტებს უტარდებათ ოპერაციები ისეთი დიაგნოზების დროს 

როგორიცაა: საშვილოსნოს ლეიომიომა,  ენდომეტრიუმის პათოლოგიები, საშვილოსნოს  ყელის დისპლაზია, საკვერცხის კისტები და  ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიების სრული სპექტრი . 

პრიორიტეტია ასევე ამბულატორული გინეკოლოგიის განვითარება, რაც საშუალებას იძლევა პაციენტებმა ჩაიტარონ სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევები-_გინეკოლოგის კონსულტაცია, პაპ-ტესტი,    კოლპოცერვიკოსკოპია,  HPV-DNAტესტირება, საშვილოსნოს ღრუს ასპირატის ციტოლოგიური კვლევა, საშვილოსნოს ღრუს კიურეტაჟი-ბიოფტატის ჰ/მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით,      საშვილოსნოს ყელის ექსციზია და კონიზაცია.

 

ლაზერო თერაპია.

 

თანამედროვე, უსაფრთხო მეთოდი, ლაზერო თერაპია, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

იგი თავსებადია ტრადიციული მედიცინის ყველა სახეობასთან. ლაზერო თერაპიის თანამედროვე მეთოდი გულისხმობს:

ადილობრივ ლაზეროთერაპიას

მაგნიტოლაზეროთერაპიას

ლაზერულ რეფლექსოთერაპიას

ვენის ზედა ლაზეროთერაპიას

ინტრავენურ ლაზეროთერაპიას

ენდოვაგინალურ ლაზეროთერაპიას