მორფოლოგია
საქართველოში სრულად ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური ლაბორატორია ჩვენს ინსტიტუტში. სადაც მიმდინარეობს ციტოლოგიური, ზოგადი პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე LEICA-ს ფირმის აპარატურით და ციფრული მიკროსკოპებით.
სრულად ავტომატიზირებული იმუნოჰისტოქიმიური კვლევის აპარატი - LEICA AUTOSTAINER BOND MAX -2017 წლის მე-5 სერიის უახლესი მოდელი. მიკროტომი LEICA RM 2255- MICROTOME. ქსოვილების გამტარი პროცესორი LEICA HistoCore PEARL – 2017 წლის უახლესი მოდელი და
LEICA ფირმის სხვა დამხმარე ტექნიკა რაც აუცილებელია დიაგნოსტიკისათვის
პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უპირატესობები:
პათომორფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია :
• სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური პროცესების სიცოცხლის დროინდელი მორფოლოგიური დიაგნოსტიკა.
• კლინიკო-ანატომიური ანალიზი პროცესების პროგნოზული შეფასება
• იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ტარდება LEICA-ს ფირმის AUTOSTAINER BOND MAX-ის საშუალებით.
ანტისხეულების ფართო სპექტრის გამოყენებით.
აღნიშნული მეთოდით ხდება:
• სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება.
• პირველადი კერის დადგენა მეტასტაზური დაზიანების მიხედვით.
• სიმსივნის ანაპლაზიის ხარისხის განსაზღვრა
• იმუნოფენოტიპის განსაზღვრა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს
• ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების და ონკოგენ C-erbB-2/Her- 2/new განსაზღვრა ძუძუს კიბოს შემთხვევებში.
• სიმსივნური ქსოვილის მგრძნობელობის დადგენა ჰორმონალური და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ.