სერვისები --> ციტოლოგია

ციტოლოგია

ციტოლოგია

 

მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ავთვისებიანი სიმსივნეები განკურნებადია.

ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კვლევის თანამედროვე მეთოდების კომპლექსური გამოყენებით. დღეს უკვე შესაძლებელია ციტოლოგიური გამოკვლევის ინტეგრირებული გამოყენება მოლეკულური ბიოლოგიის და იმუნომორფოლოგიურ კვლევებთან, რაც საგრძნობლად ამცირებს დაუზუსტებელი დიაგნოზების რიცხვს.

ჩვენი ლაბორატორია  კვალდაკვალ მისდევს მეცნიერულ სიახლეებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ მომიჯნავე დარგის კოლეგებთან როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ჩვენს უცხოელ და ქართველ  პარტნიორებთან ერთად განიხილება რთული და საინტერესო შემთხვევები. 

ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ პაციენტებთანაც, რადგანაც გვჯერა, რომ მხოლოდ ძალთა ერთიანობა განაპირობებს წარმატებას იმ რთულ ბრძოლაში, რასაც სიმსივნის დამარცხება ჰქვია.

 

შესაძლებლობები:

წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA)

სხვადასხვა ღრუების გამონაჟონი

გინეკოლოგიური მასალის შესწავლა

კანის სიმსივნური და სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნები

შარდ-სასქესო სისტემა

ენდოსკოპიური მასალის შესწავლა

სასუნთქი  სისტემა