სიახლეები --> ძუძუს პათოლოგიები

ძუძუს პათოლოგიები

 

 

ძუძუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა

 

  კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ტარდება ქირურიგული მკურნალობის სრული სპექტრი სარძევე ჯირკვლის როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებისანი სიმსივნეების დროს.

  ძუძუს კეთილთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნებიან: ფიბროადენომა, ლოკალიზებული კვანძოვანი ფიბროადენომატოზი, კისტა, დიფუზური კისტური მასტოპათია, ლიპომა, სადინარშიდა (ინტრადუქტული) პაპილომა (განიხილება როგორც კიბოსწინარე დაავადება), დამატებითი სარძევე ჯირკვალი, ასევე ანთებითი დაავადებები -   ლაქტაციური (აბსცედირებით) და არალაქტაციური (გრანულაციური) მასტიტი, სარძევე ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიები (პოლიმასტია - დამატებითი სარძევე ჯირკვალი, ექტოპია, გიპომასტია ან მიკრომასტია), მამაკაცებში - გინეკომასტია (ძუძუს ჯირკვლოვანი ან ცხიმოვანი ჰიპერტროფია), რაც ძირითადად ჰორმონალური დარღვევების ან დისმეტაბოლური დაავადებების შედეგია.

  მოცემული პათოლოგიების დროს კეთდება შემდეგი ოპერაციები:

  1.   სიმსივნის ენუკლეაცია (ლათ.Enucleo) - მცირე განაკვეთით უშუალოდ სიმსივნური წარმონამქნის ამოკვეთა, «ამოკარკვლა» ძუძუს  ქსოვილის ამოკვეთის გარეშე, მსგავსი ჩარევა ტარდება ს/ჯ ფიბროადენომის, ლიპომის, ერთეული (სოლიტარული) კისტის დროს.
  2.   სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია ან ლამპექტომია - სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ამოკვეთა სიმსივნესთან ერთად ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში (მოცემული ოპერაციული მკურნალობა მოწოდებულია კვანძოვანი ფიბროადენომატოზის, გრანულაციური მასტიტის, სადინარშიდა პაპილომის დროს)
  3.   სარძევე ჯირკვლის კანქვეშა მასტექტომია - სარძევე ჯირკვლის ამოკვეთა კანისა და დვრილის შენარჩუნებით, მოცემული ჩარევა ტარდება ს/ჯ დიფუზური კისტური დაავადების, მამაკაცებში გინეკომასტიის  დროს (ქალებში შესაძლებელია ს/ჯ ერთმომენტიანი პლასტიკა სილიკონის პროთეზით)
  4.   სარძევე ჯირკვლის აბსცესის გახსნა, სანაცია და დრენირება ჩირქოვანი მასტიტების დროს.

 

  სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების  ქირურგიული მკურნალობის მასშტაბი დამოკიდებულია, ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სიმსივნის ზომა, ლოკალიზაცია ანუ ადგილმდებარეობა, სიმსივნის ფენოტიპი, დაავადების გავრცელება, პაციენტის მოტივაცია.

  1.   რადიკალური მასტექტომია - სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მოკვეთა კანთან, დვრილთან, იღლიის, ბეჭქვეშა და ლავიწქვედა უჯრედისთან, I,II, III რიგის ლიმფურ კვანძებთან ერთად*.
  2.   რადიკალური სექტორული რეზექცია ან კვადრანტექტომია  - სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ამოკვეთა სიმსივნურ კვანძთან ერთად ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში, იღლიის, ბეჭქვეშა და ლავიწქვედა მიდამოს უჯრედისის და ლ/ კვანძების ამოკვეთა (ლიმფური კვანძების ამოკვეთა ხდება იმავე ან ცალკე განაკვეთიდან).
  3.   კანშემანარჩუნებელი (Skin-Sparing)  მასტექტომია ერთმომენტიანი ან ეტაპობრივირეკონსტრუქციით (ხელოვნური /სილიკონის/ იმპლანტების გამოყენებით)

 

 

*ს/ჯ ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ონკოლოგიური რადიკალიზმის მისაღწევად კეთდება სრული ან ნაწილობრივი ლიმფადენექტომია (I,II, III რიგის) იღლია-ბეჭქვეშა, ლავიწქვედა მიდამოს ლ/კვანძების ამოკვეთა.

 

  მოცემული  ქირურიგული ჩარევები ტარდება ზოგადი ანესთეზიით. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოიცავს 1-3 საწოლ დღეს.

  ჩვენი გუნდი  ყურადღებას აქცევს ჭრილობის   ესთეტიურ მხარეს, კეთდება მაქსიმალურად დამზოგველი განაკვეთი,  კოსმეტიკური (ინტრადერმული) ნაკერით.

 პაციენტს ქირურგიულ მკურნალობამდე, სტაციონარში ყოფნის და გაწერის შემდგომ უტარდება უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა  ფსიქოლოგის მიერ.