მსოფლიოში ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს მეორე ადგილი უჭირავს შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.
ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენს მნიშვნელოვან ორგანოს. იგი გავლენს ახდენს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებზე, ელექტროლიტური ბალანსის ცვლაზე, მეტაბოლურ პროცესებზე , მრავალი ორგანოს ფუნქციონირებაზე, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.აქედან გამომდინარე მისი დროული და პეროდული გამოკვლევა მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.
კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც მოიცავს:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გამოსაკვლევად იყენებენ შემდეგი ძირითადი ჰორმონების ანალიზს: TSH da FT4. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით ფ.ჯ. ს სხვა ჰორმონის T3 იგივე ტრიიდთირონინის და ანტისხეულების :Anti-Tpo და Anti_Tg ს განსაზღვრაც
T4 თიქოსინი არის ჰორმონი, რომელსაც ფ.ჯ წარმოქმნის. მისi უმეტესი ნაწილი სისხლში ცილასთან შრკავშირებულის სახით გვხვდება, მხოლოდ ძალიან მცირე 0,1 % ნაწილი არის თავისუფალი სახით. ამიტომ ძირითადად გამოსაკვლევად იყენებნ თავისუფალ თიროქსინს FT4. მისი რაოდენობა მომატებულია ჰიპერთირეოზის დროს, ხოლო დაქვეითება ჰითირეოდიზმზე მიუთითებს.
Anti-Tpo _ანტისხეულები თირეოტროპული ჰორმონის მიმართ- მომატება მიუთითებს ორგანიზმის იმუნურ პასუხზე საკუთარი ფარისებრივი ჯირკვლის მიმართ,როდესაც იგი საკუთარ უჯრედებს აღიქვავს როგორც უცხო სხეულს და მის საწინაამღდეგოდ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. რაც თავისთავად იწვევს მისი ფუნქციის მოშლას, ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებას.
მისი რაოდენობა მომატებულია ჰაშიმოტოს ტირეოიდიტის და დიფუზური-ტოქსიკური ჩიყვის დროს.
Anti-Tg --ანტისხულები თირეოგლობულინის მიმართ ინიშნება კვანძოვანი ჩიყვის და ონკოლოგიური პროცესების სადიაგნოსტიკოდ.
აღსანიშნავია რომ ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის შედეგებზე.
დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!