სიახლეები --> სიმსივნური მარკერები

სიმსივნური მარკერები

ონკომარკერი ანუ სიმსივნური მარკერი  ქიმიური ნაერთია, იგივე ცილა,რომლის გამომუშავება ხდება ძირითადად სიმსივნური უჯრედების მიერ, თუმცა მათი გამომუშავება ხდება არასისიმსივნური მდგომარეობის დროსაც ნორმალური უჯრედების მიერ, როგორიცაა ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ანთებითი პროცესები, თუმცა ეს მატება უმნიშვნელოდ სცილდება ნორმის ფარგლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ონკომარკერის ნორმალური დონე არ გამორიცხავს ორგანიზმში მიმდინარე სიმსივნურ პროცესს, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე.ამიტომ მათი გამოკვლევა ხდება სხვადასხვა სახის კვლევებთან კორელაციაში.

 არსებობს სხვადასხვა სახის ონკომარკერი იმისდა მიხედვით თუ რომელ ორგანოში მიმდინარეობს სიმსივნური პროცესი. განვიხილაცთ რამდენიმე მათგანს:

CEA- ზოგადი კარცინოემბრიონული ანტიგენი

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში იგი ძალიან მცირე რაოდენოიბითაა და  არ სცდება< 5ნგ/მლ ს

მწეველებში და სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს მისი მაჩვენებელი გაზრდილია -10 ნგ/მლ -მდე.

CEA ს მკვეთრი მატება  მანიშნებელია სხვადასხვა სიმსივნური პროცესის, როგორიცაა პანკრეასის, კუჭის, ფილტვის, ძუძუს და ა.შ, თუმცა სხვა უმეტესი ონკომარკერის მსგავსად მას 100% იანი სპეციფიურობა არ ახასიათებს და ამიტომ ის გამოიყენება სხვადასხვა კვლევებთან ერთად კომბინაციაში კიბოს სკრინინგისთვის, . ხოლო შემდგომში მკურნალობის მონიტორინგისთვის და რეციდივის გამოსავლენად.

 CA 15-3 _ ცილაა, რომელსაც სარძევე ჯირკვლის უჯრედები გამოიმუშავებენ. მისი რაოდენობა უმეტესად მომატებულია ძუძუს კიბოს შორსწასული ფორმების დროს. ადრეულ სტადიაზე CA 15-3 ის მატება უმეტესად არ შეინიშნება. სარძევე ჯირკვლის მარკერი შეიძლება მომატებული იყოს ჯანმრთელ ადამიანებშიც სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს.

ამ მარკერის გამოკვლევა ინიშნება ძირითადად სიმსივნის გვიანი სტადიის დროს,გამომდინარე იქიდან რომ ადრეულ სტადიაზე იგი სეიზლება ნორმაშიც იყოს. ასევე მკურნალობის ეფექურობის შესაფასებლად, რეციდივის გამოსავლენად.

CA 125-  საკვერცხის ონკომარკერი იმატებს საკვერცხის სიმსივნის დროს, თუმცა დაავადების საწყის სტადიაზე შეიძლება ნორმის ფარგლებს ინარჩუნებდეს, რაც თავისთავად არ გამორიცხავს სიმსივნის არსებობს . მეტად მნიშვნელოვანია მისი განსაზღვრა ასევე მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

CA 19-9 – კუჭის, პანკრეასის, კოლორექტალური და ღვიძლის სიმსივნის მარკერი. მცირე რაოდენობით იგი გამოიყოფა სისხლში ნაღვლის სადინრის მიერ, ამიტომ მისი მატება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზმა,კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის ანთებითმა პროცესებმა.

PSA პროსტატის სპეციფიური ანტიგენი. იგი გამომუშავდება წინამდებარე ჯირკვლის მიერ. მისი ნორმაზე მეტი მატება 4 < ნგ/მლ  შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის როგორც სიმსივნურმა ისე არასიმსივნურმა დავადებებმა, როგორიცაა:

  •  პროსტატის კიბო
  • პროსტატის ჰიპერპლაზია (ზომაში მომატება)
  • პროსტატიტი( პროსტატის ანთება).

ასაკის მატებასთან ერთად PSA-ს ნორმალური  დონე უმნიშვნელოდ იმატებს.ასევე მცირე მატება აღინიშნება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ, ამიტომ მისი გამოკველვა უნდა მოხდეს ამ მანიპულაციებიდან 5-6 დღის შემდეგ.

აღნიშნული კვლევების ჩასატარებლად გამოიყენება ვენური სისხლი.

სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

კვლევა ტარდება გერმანული  წარმოების მაღალი ხარისხის სრულიად ავტომატურ ანალიზატორზე snibe 8oo ზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!