სიახლეები --> ახა­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ჰოს­პი­ტა­ლი

ახა­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ჰოს­პი­ტა­ლი

    მალე თბი­ლის­ში, ახა­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ჰოს­პი­ტა­ლი და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. მშე­ნებ­ლო­ბას „კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის“ მე­ნე­ჯმენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს. ახა­ლი პრო­ექ­ტი 1 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე გან­თავ­სდე­ბა და კლი­ნი­კის სა­ერ­თო ფარ­თი 24 000 კვ.მ იქ­ნე­ბა. ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 25 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია.

კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი ინ­ვეს­ტი­ცია და რო­გო­რი იქ­ნე­ბა ახა­ლი ჰოს­პი­ტა­ლი? ამის შე­სა­ხებ „კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი“-ს მმარ­თველ პარტნი­ორს ივა­ნე ნემ­სა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა ახა­ლი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა?

ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ზო­გა­დი ფონი არა­მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და მზარ­დია. რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, გახ­ში­რე­ბუ­ლი ავა­დო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა, უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ონ­კო­სერ­ვი­სებ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. მო­თხოვ­ნის ზრდას­თან ერ­თად, მე­დი­ცი­ნის ეს დარ­გი კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­და და მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბი მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა.

შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ ის, რომ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ მაგ­რამ, ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან, ხში­რად უწევთ კლი­ნი­კებს შო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაჩ­ნდა იდეა, აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა ახა­ლი ჰოს­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სა­დაც პა­ცი­ენ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში მი­ი­ღე­ბენ მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სერ­ვისს.

აგ­რეთ­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ჰოს­პი­ტა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთი მი­ზა­ნია, არ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დი­ნე­ბა. ჩვე­ნი კლი­ნი­კა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა იმ მე­თო­დოთ და ხა­რის­ხით ახორ­ცი­ე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რა­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ იღე­ბენ.

ასე­ვე, გვსურს, ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ქვეყ­ნის იმი­ჯის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ჩვენს სივ­რცე­ში აღ­ვად­გი­ნოთ იმ ჰა­ბის ფუნ­ქცია, რო­მელ­საც ერთ დროს ონ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი ას­რუ­ლებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთლი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი ახა­ლი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბის­კენ მივ­მარ­თეთ.

რო­დის და­არ­სდა თქვე­ნი კლი­ნი­კა და რა ის­ტო­რია აქვს მას?

პრო­ფე­სო­რი გია ნემ­სა­ძე უკვე 40 წე­ლია მოღ­ვა­წე­ობს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, კერ­ძოდ ონ­კო­ქი­რურ­გი­ა­ში და ზო­გად ქი­რურ­გი­ა­ში. მან „კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი“ 2012 წელს და­არ­სა და და­ა­კომ­ლექ­ტა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, გა­მოც­დი­ლი პერ­სო­ნა­ლით. კლი­ნი­კა „კოი“-მ და­არ­სე­ბის დღი­დან მო­ი­პო­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც.

„კიბო არ არის გა­ნა­ჩე­ნი“ - ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი ამ ფრა­ზას. ჩვენ არა­ერ­თი სრუ­ლი­ად გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას „კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის“ მი­მართ ეს ფაქ­ტიც გან­სა­ზღვრავს.

წლის მან­ძილ­ზე კლი­ნი­კა 45 000-მდე პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით, 1800- 1900 ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა. მთა­ვა­რი ნიშა, რაც ჩვენ და­ვი­ჭი­რეთ, ეს ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ორი ტი­პის სერ­ვი­სის სწო­რად მი­წო­დე­ბაა: პირ­ვე­ლი ეს არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სერ­ვი­სი - ექი­მე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დო­ლო­გია, მე­ო­რე - პა­ცი­ენ­ტთან მო­პყრო­ბის სერ­ვი­სი, ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტი. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გა­წე­რი­ლი გვაქვს პრო­ტო­კო­ლი, რო­მელ­შიც პა­ცი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლია გათ­ვლი­ლი და ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ წე­სებს ძა­ლი­ან კარ­გად იცა­ვენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს გვაძ­ლევს პრო­დუქტს, რო­მელ­მაც ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა მოგ­ვი­ტა­ნა. ახა­ლი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბი­ცი­აც აქე­დან და­ი­ბა­და!

რა ფა­ზა­შია „კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის“ მშე­ნებ­ლო­ბა?

და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წელი დავ­ხარ­ჯეთ, რომ მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა­ში ყვე­ლა დე­ტა­ლი გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან სულ ახ­ლა­ხან მი­ვი­ღეთ ახა­ლი ჰოს­პი­ტა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ვი­წყეთ. ამ ეტა­პის­თვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

პრო­ექ­ტის არ­ქტექ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია, კომ­პა­ნია NS Studio-მ შე­ას­რუ­ლა. მათ შეძ­ლეს, და­ე­დოთ სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლი­სა და ევ­რო­პის იდენ­ტუ­რია.

ახა­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ჰოს­პი­ტა­ლი პა­ცი­ენ­ტებს კონ­კრე­ტუ­ლად, რა სერ­ვი­სებს შეს­თა­ვა­ზებს?

„კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი“ საკ­მა­ოდ პროგ­რე­სულ ნა­ბი­ჯებს დგამს გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. რო­გორც გი­თხა­რით, ჩვე­ნი მიზ­ნია, ქვე­ყა­ნა­ში შევ­ქმნათ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლო და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი სივ­რცე.

ახა­ლი შე­ნო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ბოლო თა­ო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი აპა­რა­ტუ­რით. ასე­ვე, ვა­მა­ტებთ ახალ სერ­ვისს - სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას. თურქ პარტნი­ო­რებ­თან გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტში ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩვენ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ჩვე­ნი ექი­მე­ბი თურქ ექი­მებ­თან ერ­თად გა­დამ­ზად­დე­ბი­ან. ეს იქ­ნე­ბა 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მა და ამ პე­რი­ოდ­ში სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის კუ­რი­რე­ბას სრუ­ლად ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­თან ერ­თად დავ­გეგ­მეთ, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ ის სერ­ვი­სი, რის­თვი­საც ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მი­დის შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სჯობს, რა­ღაც დავ­თმოთ და პა­ცი­ენ­ტებს შევ­თა­ვა­ზოთ ისე­თი სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ი­ცავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ცი­ენ­ტის ბედი მხო­ლოდ იღ­ბალ­ზე არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ეს სერ­ვი­სი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რებს და მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტებს, მათ შო­რის ფსქი­ო­ლო­გი­ურ კურსს. ჩვენს ახალ ჰოს­პი­ტალ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სივ­რცეს ერთი სარ­თუ­ლი სრუ­ლად და­ეთ­მო­ბა.

ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნია. ახალ ონ­კო­ლო­გი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში იქ­ნე­ბა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ დიდი ტე­რი­ტო­რია და­ეთ­მო­ბა. რა­დი­კა­ლუ­რი მას­ტექ­ტო­მი­ის შემ­დეგ, ქა­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თავი სრულ­ყო­ფი­ლად იგ­რძნონ, ამი­ტომ ისი­ნი პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას მი­მარ­თა­ვენ. ეს კი­დევ უფრო აუმ­ჯო­ბე­სებს მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს.

რო­დის დას­რულ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­სა­მარ­თზე იქ­ნე­ბა ახა­ლი ჰოს­პი­ტა­ლი?

ამ­ჟა­მად მშე­ნებ­ლო­ბა აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. გეგ­მის მი­ხედ­ვით, ჰოს­პი­ტა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წელს უნდა დას­რულ­დეს და ამა­ვე წლის ბო­ლოს­თვის ვფიქ­რობთ, რომ შე­ნო­ბა სრუ­ლად და­იტ­ვირ­თე­ბა და შეძ­ლებს პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მი­სა­მართს, ის დი­ღომ­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შენ­დე­ბა.