სიახლეები --> ხორხის კიბო

ხორხის კიბო

ხორხის კიბო 

სტატისტიკურად  თავისა და კისრის მიდამოს ავთვისებინ  სიმსივნეთა შორის  ხორხის კიბოს მე-3 ადგილზეა,  კანისა და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ.

ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობიდან,

- მამაკაცებში ხორხის კიბოს მე-11 ადგილი,  ხოლო ქალებში  კი მე-17 ადგილი უიჭირავს

 - მამაკაცები 19,5 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან  ვიდრე ქალები. 

- ავადობის საშუალო ასაკი  შეადგენს 60დან  და 65 წელს.    ხორხის ავთვისებინი სიმსივნეების 98% შეადგენს   ხორხის კიბო. მხოლოდ  2%  უჭირავს ხორხის სხვა ავთვისებინ სიმსივნეებს.  

    გამომწვევი მიზეზები

   გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია ობლიგატური და ფაკულტატური კიბოსწინარე დაავადებები.   ობლიგატური  ანუ ისეთი დაავადებები  რომლებიც ხშირად გადაგვარდებიან ავთვისებიან სიმსივნედ. (ხორხის პაპილომა, მორეციდივე პაპილომატოზი, პაქიდერმია, დისკერატოზი).

    ფაკულტატური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გადაგვარდეს ავთვისებინ სიმსივნედ. (კონტაქტური ფიბრომა, ადენომა, ანგიომა, კონტაქტური წყლულები ხმოვანი იოგების, ხორხის პარკუჭის კისტები, ნაწიბუროვანი დაზიანება გამოწვეული ქრონიკული სპეციფიკური ინფექციით (ტუბერკულოზი, სიფილისი) ხორხის დამწვრობა.

    გარდა კიბოსწინარე დაავადებებისა ხორხის კიბო  ვითარდება ხანგრძლივი ლარინგიტის არსებობის დროსაც. რომელიც ხშირად  გამომწვეულია  თამბაქოსა და ალკოჰოლის მუდმივი გამოყენებით.

      გამოვლინება და სიმტომები.

    კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, სიმსივნის ზომაზე, გავრცელებაზე,  სიმსივნის ზრდის ტიპზე. მეტასტაზების არსებობაზე.  თავდაპირველად სიმპტომები არ აღინიშნება. დროთა განმავლობაში თავს იჩენს: ხორხის არეში დისკომფორტი, უცხო სხეულის შეგრძნება,  მუდმივი მშრალი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა, ტკივილი, რომელიც ძლიერდება ყლაპვის დროს, ტკივილის არსებობა და  გადაეცემა ყურის არეში. სუნთქვის გაძნელება.  ხველა რომელიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

 

 

დიაგნოსტიკა

   ხორხის კიბოს დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ისეთი

კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები როგორიცაა:

  1. არაპირდაპირი ლარინგოსკოპია
  2. ფიბროლარინგოსკოპია
  3. სტრობოსკოპია
  4. კომპიუტერული ტომოგრაფია
  5. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია
  6. ბიოფსია მასალის ციტოლოგიური და მორფოლოგიური კვლევა

 სიმსივნის რეგიონული ან  შორეული მეტასტაზების გამოვლენის მიზნით გამოიყენება:

1.გულმკერდის რენტგენოგრაფია;

2.გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია;

3. მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია;

4.მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

  დღეისათვის ხორხის კიბოს მკურნალობისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

 

  1. სხივური თერაპია
  2. ქირურგიული მკურნალობა
  3. ქიმიოთერპაია.
  4. კრიოთერაპია.
  5. ლაზეროთერაპია.

   მკურნალობის მეთოდის შერჩევაში მნიშვნელოვანია: სიმსივნის ზომა, სიმსივნის ლოკალიზაცია,  სიმსივნის გავრცელება როგორც  რეგიონული ასევე შორეული. სიმსივნის მორფოლოგიური სურათი. ავადმყოფის ასაკი. თანმხლები დაავადებების არსებობა.

რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, არსებობს ქირურგიული ჩარევის ორი ტიპი:

1)      ორგანოსშემანარჩუნებელი:ენდოლარინგეალური ლაზერული დესტრუქცია.  ქონდრექტომია. ხორხის წინაგვერდითი რეზექცია. ხორხის იოგზედა ჰორიზონტალური რეზექცია.

2)      არაორგანოსშემანარჩუნებელი. ლარინგექტომია.  (ლარინგექტომიის დროს ითვალისწინებენ სიმსივნის ლოკალიზაციას და ხორხთან ერთად საჭიროა გაკეთდეს, ჰემითირეოიდექტომია, ხიდაკის რეზექცია ან ტოტალური თირეოიდექტომია.  რეგიონული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში ლარინგექტომიასთან ერთად საჭიროა გაკეთდეს ფასციალურ ფუტლიარული ლიმფადენექტომია ან კრაილის ოპერაცია.

პროგნოზი დამოკიდებულია: სიმსივნის ზომაზე, სიმსივნის ლოკალიზაციაზე, სიმსივნის გავრცელებაზე. სიმსივნის დიფერენცირების ხარისხზე.

 

რეაბილიტაცია

რეაბილიტაციის პროცესი  წარმოადგენს სხვა და სხვა სპეციალისტების ერთობლივ ღონისძიებას, რომელშიც  ჩართულები არიან ფსიქოლოგები და ლოგოპედები. არსებული ღონისძიება ეხმარება პაციენტს საბოლოო სოციალურ ადაპტაციაში.