სიახლეები --> დიაბეტი და ონკოლოგია

დიაბეტი და ონკოლოგია

დიაბეტი და ონკოლოგია

    ბოლო წლებში ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგები მხარს უჭერს მოსაზრებას შაქრიანი დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების შესაძლო კავშირის შესახებ.

პოტენციური ბიოლოგიური კავშირი შაქრიან  დიაბეტსა და კიბოს შორის:

ინსულინი გვევლინება  უჯრედის მეტაბოლიზმის ძირითად რეგულატორად, ამასთან  ერთად  ის მიეკუთვნება ქსოვილოვანი ზრდის ფაქტორებს.

   ინსულინის  ეფექტი სამიზნე ქსოვილებში   განპირობებულია  ინსულინური რეცეპტორების საშუალებით, რომელიც ტრანსმემბრანული ცილებია და თიროზინკინაზული  რეცეპტორების ოჯახში შედის.

   ჰიპერინსულინემია - როგორც ენდოგენური (პრედიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, საკვერცხეების პოლიცისტოზური სინდრომი)  , ასევე   ეგზოგენური  (ინსულინთერაპია  ტიპი 1       და ტიპი 2  შაქრიანი დიაბეტი)  ზრდის კიბოს განვითარების რისკს. ბევრი სახეობის კიბოს უჯრედს ექსტრაკორპორალური ზრდისთვის ესაჭიროება  ინსულინი. 

განიხილება შაქრიანი დიაბეტის ონკოგენური პოტენციალის შემდეგი მექანიზმები:

  1. ინსულინი ასტიმულირებს კიბოს უჯრედების ზრდას ძირითადად თავისი საკუთარი რეცეპტორების საშუალებით.
  2. კიბოს უჯრედში ხდება ინსულინური რეცეპტორების ჰიპერექსპრესია, რომელთაც გამოხატული აქვთ მიტოგენური ეფექტი, რაც უზრუნველყოფს სელექტიურად   ავთვისებიანი უჯრედის   ზრდას      ინსულინის ზემოქმედებით.                   
  3. ჰიპერინსულინემია იწვევს  კანცეროგენეზს ირიბათაც - ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორი-1  ზემოქმედებით, რომელიც კიბოსწინარე და კიბოს უჯრედის ზრდის სტიმულაციას  იწვევს. 
  1. 4. ჰიპერინსულინემიის გარდა  შაქრიანი დიაბეტთან  მიმართებაში არსებობს კიბოს განვითარების რამდენიმე მიზეზი: უმრავლესობა ტ2შ/დ მქონე პაციენტს აქვს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი, ის წარმოადგენს აქტიურ ენდოკრინულ ორგანოს, რომელიც აწარმოებს თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს, ინტერლეიკინ-6, პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორს-1,  ადიპონექტინს, ლეპტინს, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს ალფა.

   ყოველი  ეს  ფაქტორები  შესაძლებელია იყო  სიმსივნის ავთვისებიანად ტრანსფორმაციისა  და  პროგრესირების მიზეზი.

 

 შაქრიანი დიაბეტის დროს იზრდება   გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკი. მნიშვნელოვნად  მომატებულია კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის  და  ენდომეტრიუმის კიბოს  განვითარების რისკი. შედარებით ნაკლებად ვითარდება ნაწლავის, შარდის ბუშტის, სარძევე ჯირკვლის და თირკმლის კიბო.  

   კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო

კუჭქვეშა ჯირკვლის ადენოკარცინომა წარმოადგენს ყველაზე  არაკეთილსაიმედო   კიბოს 5 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობით. დაახლოებით შემთხვევათა 85% არაოპერაბელურია დიაგნოზის დასმისთანავე.

  შემთხვევათა 90% ვითარდება  სადინრების ეპითელისგან, 5-10% კუნძულების უჯრედებისგან.

  კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს აქვთ 94%  მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა,  სქესისა, ალკოჰოლის და ნიკოტინის მოხმარებისა და ცხოვრების წესისა. 

 განსაკუთრებით მაღალია ეს რისკი შაქრიანი დიაბეტის განვითარების პირველ წელს, შემდგომ რისკი იკლებს.