სიახლეები --> რა ინფორმაციას იძლევა ულტრაბგერითი კვლევა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დროს

რა ინფორმაციას იძლევა ულტრაბგერითი კვლევა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დროს

რა ინფორმაციას იძლევა ულტრაბგერითი კვლევა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დროს

   სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ არა მარტო სარძევე ჯირვლის მდგომარეობა, არამედ რეგიონალური ლიმფური კვანძებიც (იღლიის ფოსოს, ლავიწზედა და ლავიწქვედა ფოსოების ლიმფური კვანძები). მოვახდინოთ დიფერენციალური დიაგნოსტიკა სარძევე ჯირკვლის სოლიდურ და სითხოვან წარმონაქმნებს შორის ანუ ეს წარმონაქმნები, რომლესაც ჩვენ ვნახულობთ ულტრაბგერითი კვლევით კეთილთვისებიანია, ავთვისებიანი თუ სითხოვანი წარმონაქმნებია. ასევე ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სარძევე ჯირკვალი ტრავმის და ანთებითი პროეცესების მწვავე პერიოდში და შესაბამისად მკურნალობის პროცესში მოვახდინოთ დინამიური დაკვირვება.

  •    სარძევე ჯირკვალის რეკონსტრუქციების შემთხვევაში როგორია სილიკონის კაფსულა, მისი კონტურები, შიგთავსი ულტრაბგერითი კვლევა გვაძლევს ამის შეფასების უნარს.
  •    ულტრაბგერითი კონტროლით საშუალება გვეძლევა მოვახდინოთ დამიზნებითი პუნქციური ბიოფსია პალპირებადი და არაპალპირებადი წარმონაქმნების.
  •    შეგახსენებთ, რომ ულტრაბგერითი კვლევა ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მეთოდი, რადგანაც იგი შესაძლებელია ჩაუტარდეს, როგორც ორსულობის ისე ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით გარდატეხის პერიოდში, როცა ხდება სარძევე ჯირკვლების სტრუქტურული ჩამოყალიბება, თუ ამ კვლევას მამოლოგი გადაწყვეტს.
  •   აღსანიშნავია ისიც, რომ ულტრაბგერითი კვლევით მცირე ზომის მიკრიკალცინატების, არაპალპირებადი (მცირე ზომის) წარმონაქმნების, არაინვაზიური სადინარშიდა სიმსივნეების ნახვა ხშირდ შეუძლებელია. ამის საშუალებას გვაძლევს რენტგენომამოგრაფია.
  •   ამრიგად ულტრაბგერითი კვლევა არის უაღრესად ინფორმაციული, აუცილებელი, არაინვაზიური უმტკივნეულო და ფინანსურად ხელმისწვდომი კვლევა.
  • გისურვებთ ჯამრთელობას.