სიახლეები --> რა დაავადებებს მკურნალობს მამოლოგი

რა დაავადებებს მკურნალობს მამოლოგი

ონკოქირურგი, მამოლოგი - ლიკა მამინაშვილი

რა დაავადებებს მკურნალობს მამოლოგი?

სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებები (მასტიტი)

ჰორმონალური დარღვევები (კისტა, გინეკომასტია, ფიბროადენომა)

ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ლიპომა)

ავთვისებიანი სიმსივნეები (კიბო; სარკომა)

სარძევე ჯირკვლის თანდაყოლილი განვითარების ანომალიები.

სარძევე ჯირკვლის დაავადებების რა სიმპტომები უნდა ვიცოდეთ?

ტკივილი, გამონადენი დვრილიდან (არა მხოლოდ მენსტრუაციის წინ), სპონტანური გამონადენის არსებობა  (რომელიც არაა პროვოცირებული ზეწოლით ან ფიზიკური აქტივობით), ძუძუს დეფორაცია, ძუძუს კანის შეწითლება და ქავილი, გამკვრივება ძუძუ მკვრივია პალპაციით და არ იცვლება მისი კონსისტენცია ციკლთან მიმართებაში, მკვრივი წარმონაქმნის არსებობა.

ძუძუს კიბოს რისკფაქტორები

ადრეული და ხშირი აბორტები, ძუძუს წოვებაზე უარის თქმა, ადრეული მენსტრუაცია (11წლამდე) და გვიანი კლიმაქსი (55წლის ზემოთ), გინეკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰორმონალური დარღვევები, სტრესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

ექიმი მამოლოგის რეკომენდაციები

  • ყოველწლიურად ჩაიტარეთ  სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა თუ თქვენ ხართ 18-დან 40წლამდე

ყველა გოგნამ 18 წლიდან წელიწადში ერთელ უნდა მიმართოს მამოლოგს, ჩაიტაროს ულტრაბგერითი კვლევა ციკლის 5-12 დღეს, ეს გახლავთ ყველაზე ოპტიმალური პერიოდი, რადგან ციკლის პირველ ნახევარში ჰორმონალური ფონი სტაბილურია,  სამწუხაროდ ქალბატონები მიჩვეული არიან ექიმთან ვიზიტს მხოლოდ მაშინ, როდესაც აღენიშნებათ სერიოზული პრობლემები, აქედან გამომდინარე რეკომენდებულია მიაქციონ ყურადღება და ჩაიტარონ  პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ, მაშინაც კი როდესაც არანაირი ჩივილები არ აქვთ.

  •  ქალბეტონებს 40წლის ზემოთ ეძლევათ რეკომენდაცია ყოველწლიურად ჩაიტარონ მამოგრაფია;
  • გნეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში შესაძლებელია მამოგრაფიის ჩატარება ადრეულ ასაკშიც;
  • თვეში ეთხელ ჩაიტარეთ თვითგასინჯვა ციკლის 5-12 დღეს;
  • უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან არსებობს არამემკვიდრული ფაქტორები რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს;
  • ძუძუს წოვება ამცირებს ძუძუს კიბოს განცვითარების რისკს;
  • უნდა დავიცვათ თავი ტრამვისგან;
  • თავი შეიკავეთ ჭარბი ინსოლაციისგან;
  • ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით;