სიახლეები --> ბიოფსია

ბიოფსია

  •   სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დადგენა    სხვადასხვა დიაგნოსტიკური მეთოდით არის შესაძლებელი.   პირველადი დიაგნოსტიკა - პალპაცია, მამოგრაფია,  ულტრაბგერითი  კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუმცა, ერთადერთი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ძუძუს  წარმონაქმნის ზუსტი დიაგნოსტიკა- არის სარძევე ჯირკვლის ბიოფსია.
  •  სარძევე ჯირკვლის  ბიოფსია არის დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია  ძუძუს საეჭვო ქსოვილის ფრაგმენტის ნიმუშის აღება მისი შემდგომი მორფოლოგიური  კვლევისთვის.  რომელიც  განსაზღვრავს წარმონაქმნის ხასიათს, ტიპს და მის ზოგად მახასიათებელს - კეთილთვისებიანია წარმონაქმნია თუ ავთვისებიანი.

 

  •  ხშირ შემთხვევაში ბიოფსია კეთდება  ულტრაბგერითი კონტროლის  ქვეშ, რომლის საშუალებითაც დამიზნებით ხდება   პათოლოგიური უბნიდან  მასალის აღება.

•არსებობს რამდენიმე სახის ბიოფსია.

ასპირაციული  ბიოფსია (წვრილნემსიანი)

პროცედურა  ტარდება  განაკვეთის გარეშე. შედეგად მიიღება ან სითხოვანი,  ან მყარი  წარმონაქმნის  უჯრედული ნიმუშები  ციტოლოგიური  გამოკვლევისთვის.

Core-ბიოფსია

Core-ბიოფსია ტარდება    სპეციალური  ნემსის  გამოყენებით  ადგილობრივი  ანესთეზიის ქვეშ, კანზე მცირედი  განაკვეთით.   პროცედურის დროს ხდება მკერდის  ქსოვილის ნიმუშების აღება პრობლემური ზონიდან  ჰისტოლოგიური  გამოკვლევისთვის.

პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო. 

მიღებული ინფორმაცია დაეხმარება ექიმს დაგეგმოს მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა,საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით.