ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია  (მრტ/MRI/MRT)

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MRI/MRT)

ზუსტი დიაგნოსტიკა სამედიცინო პრაქტიკაში წარმატებული მკურნალობის მთავარი საფუძველია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) მაღალინფორმაციული, არაინვაზიური და უსაფრთხო კვლევის მეთოდია. მისი მუშაობის პრინციპი მაგნიტურ ველსა და რადიოტალღებს ეფუძნება, რაც სრულად გამორიცხავს რადიაციულ (მაიონიზებელ) დატვირთვას.          

 

უახლესი MRI ტექნოლოგია კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში

 

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია GE Healthcare-ის უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით – GE SIGNA™ Hero 3.0T,    რომელიც მსოფლიო MRI ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ სისტემად ითვლება.

SIGNA™ Hero 3.0T წარმოადგენს პრემიუმ კლასის, 3 ტესლა მაგნიტური ველის ინტენსივობის მქონე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს. მასში ინტეგრირებულია მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე, ხელოვნური ინტელექტის (AI) უახლესი შესაძლებლობები, კვლევის მაღალი სიჩქარე და პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

     

GE SIGNA™ Hero 3.0T-ის ძირითადი უპირატესობები:

 

მაღალი ხარისხის გამოსახულება:

სისტემის 3.0 ტესლა სიმძლავრის მაგნიტური ველი უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების მიღებას, ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული AIR™ Recon DL ტექნოლოგია MRI მონაცემების რეკონსტრუქციისა და დამუშავების სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის.

აღნიშნულ აპარატზე შესაძლებელია კვლევის წარმოება, მაღალწონიანი (250 კგ-მდე) პაციენტების შემთხვევაში.

   გამოსახულების სიმკვეთრე მცირე ანატომიური სტრუქტურების დეტალურ ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და რადიოლოგს აძლევს პათოლოგიური ცვლილებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას.

 

პაციენტის მაქსიმალური კომფორტი:

 

GE SIGNA™ Hero 3.0T-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა 70სმ-იანი ფართო გვირაბი (Wide Bore), რომელიც AIR™ Coil ტექნოლოგიასთან ერთად ქმნის პაციენტზე ორიენტირებულ, კომფორტულ გარემოს. AIR™ Coil-ის ულტრამსუბუქი და მოქნილი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურ დისკომფორტს კვლევის მიმდინარეობისას.

 

GE SIGNA™ Hero 3.0T მაღალტექნოლოგიური სისტემა უზრუნველყოფს მულტიპროფილურ დიაგნოსტიკას შემდეგი ძირითადი კლინიკური მიმართულებებით:

 

  • ნეირო - რადიოლოგია და ნევროლოგია: თავის ტვინის სიმსივნური პროცესები; იშემიური დაზიანებები/ინსულტი; გაფანტული სკლეროზი და სხვა დემიელინიზაციური დაავადებები; ეპილეფსია; ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მათ შორის დემენცია.
  • ვერტებროლოგია: მალთაშუა დისკის თიაქარი; სპინალური სტენოზი;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები; სპორტული მყეს-იოგოვანი აპარატის დაზიანება;
  • მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოების მაღალრეზოლუციური სკანირება.
  • ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი.

 

სისტემა უზრუნველყოფს თავის ტვინის სისხლძარღვების სამგანზომილებიან (3D) ვიზუალიზაციას საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების გარეშე  - MR ანგიოგრაფია. აღნიშნული მეთოდი იძლევა სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და ანევრიზმების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირებისა თუ გამორიცხვის შესაძლებლობას.

 

სისტემა იძლევა უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის (MRCP) მაღალი სიზუსტით ჩატარების შესაძლებლობას. სპეციფიკური სამედიცინო ალგორითმების წყალობით, აპარატი ნაღვლისა და პანკრეასის სადინარებში არსებულ ბუნებრივ სითხეს იყენებს კონტრასტულ გარემოდ. ეს საშუალებას იძლევა, სრულიად უსაფრთხოდ, საკონტრასტო ნივთიერების ინიექციის გარეშე მოხდეს ნაღვლკენჭოვანი დაავადებების (კონკრემენტების), სადინარების სტენოზისა (შევიწროვების) და სხვა ობსტრუქციული პათოლოგიების დეტალური ვიზუალიზაცია თუმცა სხვა პათოლოგიური პროცესების გამოსავლენად, შესაძლებელია კვლევის წარმოება ინტრავენური კონტრასტირებით, რომელიც Medtron-ის მაღალტექნოლოგიური ავტომატური ინჟექტორით სრულდება.

 

გარდა ამისა, სისტემა ეფექტურად გამოიყენება სკრინინგული და პროფილაქტიკური (Check-Up) მიზნებისთვის, რაც მთლიანი სხეულის მრტ კვლევის (Whole Body MRI) ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

 

გაითვალისწინეთ !!!

 

კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება ორგანიზმში არსებული ნებისმიერი იმპლანტის, მოწყობილობის ან მეტალის კონსტრუქციის შესახებ. მაგალითად: კარდიოსტიმულატორი, კოხლეარულ იმპლანტი (სმენის აპარატი), ნეიროსტიმულატორები და სხვა ფუნქციურ ელექტრონული მოწყობილობება და მეტალის იმპლანტი.

შესაბამისი უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვით,

კვლევის წარმოების შესაძლებლობა  თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება.

 

ჩვენი კლინიკის მიზანია:

თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკა, რომელიც დაეხმარება მკურნალ ექიმს სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

   SIGNA™ Hero 3.0T — თანამედროვე ტექნოლოგია თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები