ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

უროლოგია

 

უროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და პათოგენეზს.

ამბულატორიული უროლოგია გულისხმობს უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას ოპერაციული ჩარევის გარეშე ან მინიმალური ინვაზიური მეთოდებით.

კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში  პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული მომსახურება, რომელიც მოიცავს როგორც არაონკოლოგიური, ასევე ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. კლინიკაში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ როგორც პრევენციული შემოწმებები, ასევე სრულფასოვანი მკურნალობა.

 

უროლოგიური დაავადებები:

  • შარდსასქესო სისტემის ინფექციები
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები – პროსტატიტი და სხვა ფუნქციური დარღვევები;
  •  შარდის ბუშტისა და შარდსაწვეთის დისფუნქციები – შარდის შეუკავებლობა, და სხვა დარღვევები;
  • მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ერექციული დისფუნქცია, ჰორმონული დარღვევები და სხვა ანდროლოგიური პრობლემები;
  • ტრავმული დაზიანებები
  • კენჭოვანი დაავადება

 

დიაგნოსტიკა:

  • ულტრაბგერითი კვლევები (თირკმელები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი)
  • ლაბორატორიული ანალიზები (შარდის ანალიზი, სისხლის ბიოქიმია, ინფექციური კვლევები)
  • ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის ენდოსკოპიური გამოკვლევა
  • PSA ტესტი – წინამდებარე ჯირკვლის ჯანმრთელობის მონიტორინგი

 

ონკოუროლოგია

ონკოუროლოგია შეისწავლის შარდ-სასქესო სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს, მათ შორის თირკმლის, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის), სათესლე ჯირკვლისა და სასქესო ასოს კიბოს. ეს დაავადებები უროლოგიური პათოლოგიების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

 

კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში უროლოგიური დაავადებების მართვა ხორციელდება თანამედროვე პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით.

პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის კურსი. სრულყოფილი ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურება უზრუნველყოფს ეფექტიან მკურნალობას,

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები