ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

კლინიკური ლაბორატორია

კლინიკური ლაბორატორია

კლინიკური ლაბორატორია არის ფიზიკოქიმიური, ბიოქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მეთოდების ერთობლიობა, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ადამიანის ბიოლოგიური სითხეების (მაგ.: სისხლი) და ქსოვილების შემადგენლობისა და თვისებების კვლევა ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენის მიზნით.

ლაბორატორიული ტესტები ხელს უწყობენ

  • ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დადგენას;
  • ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზის გარკვევას და დაავადების მიმდინარეობის კონტროლს;
  • გამოჯანმრთელების სწორი გზის არჩევასა და მკურნალობის შედეგების შეფასებას;
  • დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების დადგენას;
  • გარემო ფაქტორების გავლენას ჯანმრთელობაზე.

მკურნალობის დროს ექიმს შესაძლებელია დაჭირდეს დამატებითი კვლევების დანიშვნა განმეორებით მკურნალობის რეჟიმის ეფექტურობის მონიტორინგისთვის.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ტარდება სხვადასხვა პროფილის კვლევები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ავტომატური ანალოზატორებით. ამერიკული წარმოების ბიოქიმიურ ავტომატურ ანალოზატორზე MEDICA eazy Ra, FUJIFILM ტარდება შემდეგი სახის კვლევები:

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები.
  • თირკმლის ფუნქციური სინჯები.
  • ლიპიდური სპექტრი.
  • გლუკოზის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა.
  • საერთო ცილისა და ალბუმინის განსაზღვრა.
  • პანკრეასის ფერმენტების განსაზღვრა.
  • მიკროელემენტების: მაგნიუმის, ფოსფორის, საერთო კალციუმის ,რკინის განსაზღვრა. რევმოიდული ფაქტორების განსაზღვრა.
  • ელექტროლიტების და გაზების კვლევა წარმოებს EasyStat Medica_ ს ანალიზატორზე.

 ჰემატოლოგიური ანალიზები წარმოებს თანამედროვე 5 დიფერენცირების 29 პარამეტრიან Humastar 5D გერმანული წარმოების ავტომატურ ანალიზატორზე.

შარდის საერთო ანალიზის კვლევა წარმოებს Combylizer 13 ანალიზატორზე ლაბორატორია ახორციელებს იმუნოლოგიური კვლევებს ენდოკრინული და ონკოლოგიური პათოლოგიების ,მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის.

იმუნოლოგიურ ანალაზიტორზე Snibe MAGLUM 800-ზე კვლევები ხორციელდება ქემილუმინესცენსიური მეთოდით და მოიცავს სხვადასხვა ტესტ სისტემებს.

შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის ლაბ. კვლევა:

  • თირეოიდული ჯირკვლის ჰორმონები
  • ჰიპოფიზის ჰორმონები
  • სასქესო ჰორმონები
  • მეტაბოლური დარღვევები
  • ვიტამინები

 სიმსივნის მარკერები:

  • ზოგადი კარცინოემბრიონული ანტიგენი
  • სარძევე ჯირკვლის
  • საშვილოსნო
  • საკვერცხის 
  • კუჭ - ნაწლავის ტრაქტის
  • პროსტატის
  • ბეტაქორიონული გონადოდტროპინი
  • ალფაფეფოპროტეინი
  • კარდიალური მარკერები

აგრეთვე ვიტამინების შემცველობის დონე სისხლში

სისხლის შედედების სისტემის გამოკვლევა ხორციელდება გერმანული წარმოების ავტომატურ ანალიზატორზე sysmex CA 600.

ლაბორატორიაში წარმოებული ყველა ტესტი მუდმივად ჩართულია საერთაშორისო გარე ხარისხის კონტროლში (ESFEQA, GMBH) და ასევე ტარდება ყოველდღიური შიდა ხარისხის კონტროლი, რაც განაპირობებს თითოეული კვლევის სიზუსტეს და სანდოობას.

ლაბორატორიის მუშაობის მთავარი პრინციპია თითოეული ანალიზი შესრულებული იყოს მაქსიმალურად მაღალი სიზუსტით დროის მცირე მონაკვეთში.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები