ექიმი, რომელიც სპეციალიზირებულია ენდოკრინული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. მათგან ყველაზე გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები.
ენოკრინულ სისტემაში მიმდინარე დარღვევები დიდხანს რჩება უსიმპტომოდ ან ვლინდება არამკვეთრად გამოხატული ნიშნებით. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება იგრძნოს მომატებული დაღლილობა და მიაწეროს ეს ფიზიკურ ან გონებრივ გადატვირთვას. ან აწუხებთ კანის სიმშრალე, მაგრამ პაციენტი თვლის, რომ ეს ინდივიდუალური მახასიათებელია ან არასაკმარისი მოვლის შედეგი. ეს და სხვა მრავალი სიმპტომი, განწყობის უმნიშვნელო ცვლილებიდან დაწყებული - მდგომარეობის სულ უფრო გაუარესებამდე, ხშირ შემთხვევაში ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შედეგი შესაძლებელია იყოს.
იმავდროულად, მკურნალობის გარეშე, ენდოკრინულმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეგულარულად მოხდეს ენდოკრინული სისტემის კონტროლი, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული მრავალი პათოლოგიის განვითარება.
ენდოკრინოლოგთან ვიზიტი
ენდოკრინოლოგთან ვიზიტი იწყება ანამნეზის შეკრებით. ექიმი არკვევს აწუხებს თუ არა პაციენტს ქრონიკული დაავადებები და აქვს თუ არა მას მემკვიდრეობითი მიდრეკილება კონკრეტული დაავადების მიმართ, ეკითხება სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ენდოკრინულ დარღვევებზე. პაციენტს ეკითხებიან, როგორ შეიცვალა მისი წონა ბოლო დროს, იძინებს თუ არა სწრაფად და როგორ სძინავს საკმარისად, ამჩნევს თუ არა კანის სიმშრალეს, წყურვილს ან მადის მომატებას. ასეთი ანალიზი ექიმს საშუალებას აძლევს იწინასწარმეტყველოს შესაძლო ენდოკრინული დარღვევები ან განსაზღვროს მათი რისკები, ასევე შეადგინოს გეგმა შემდგომი კვლევისთვის.
შემდეგ ექიმი ზომავს სიმაღლეს, წონას, პულსს და არტერიულ წნევას, აფასებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას. ფარისებრი ჯირკვლის პალპაცია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ამ ჯირკვლის პათოლოგიური ცვლილებები (გადიდება, კვანძების წარმოქმნა), რამაც შესაძლოა დამატებითი გამოკვლევა მოითხოვოს.
დიაგნოსტირების მნიშვნელოვანი ასპექტია პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასება, მისი კვების ტიპი და ფიზიკური აქტივობა. განწყობისა და მადის თავისებურებები, პაციენტის ენერგეტიკული მდგომარეობა ენდოკრინოლოგს უქმნის ზოგად წარმოდგენას ადამიანის ჰორმონული ფონის შესახებ.
საჭიროების მიხედვით ენდოკრინოლოგი ნიშნავს სახასიათო კვლევებს სხვადასხვა ენდოკრინულ პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში, რაც აუცილებელია სწორი დიაგნოზის მისაღებად. თუ არსებული დიაგნოზი არ ითვალისწინებს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, ენდოკრინოლოგი ნიშნავს მკურნალობას პაციენტის მდგომარეობის პერიოდული ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კონტროლით. სხვა შემთხვევაში ხდება პაციენტის გადამისამართება კონკრეტული სპეციალობის ექიმთან (მაგ.: ქირურგი, ონკოლოგი და ა.შ.) და ენდოკრინოლოგთან ერთად ხდება მსგავსი პაციენტის კონსოლიდირებულად მართვა.
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები