კლინიკის შესახებ

„კლინიკური  ონკოლოგიის  ინსტიტუტი “ პროფესორმა, გია  ნემსაძემ  2012  წელს  დააფუძნა.  „კოი“  დაკომპლექტებულია  მაღალკვალიფიციური  სპეციალისტებით  და აღჭურვილია   თანამედროვე   მაღალი  დონის  აპარატურით.

 

ჩვენ  გვაქვს  ამბიცია, ვიყოთ  ლიდერები  ონკოლოგიური   დაავადებების  პრევენციის, დიაგნოსტიკისა  და  მკურნალობის  დარგში. კლინიკა  პაციენტებს  ონკოლოგიურ  დაავადებათა  მკურნალობის  თანამედროვე  მიდგომებს სთავაზობს.  დაავადებათა  დიაგნოსტიკა, მკურნალობა  და მონიტორინგი  ხორციელდება  ჯანდაცვის  საერთაშორისო  პროტოკოლებისა  და გაიდლაინების შესაბამისად.

 

ყოველწლიურად  კლინიკა  საშუალოდ  30000 პაციენტს  უწევს  სხვადასხვა  სახის  სამედიცინო  მომსახურეობას. სრულდება  დაახლოვებით 1500-1700 სხვადასხვა სირთულის  ქირურგიული  ოპერაცია, მათ  შორის  თავისა  და  კისრის, გულმკერდისა  და  მუცლის  ღრუს,  მამოლოგიური,  გინეკოლოგიური,  უროლოგიური,  კანის, რბილი  ქსოვილებისა  და ძვლების  სიმსივნეების  დროს. კლინიკაში  შემუშავებულია  და ფართოდ  ინერგება  არასტანდარტული  ოპერაციები,  გავრცელებული და რეციდიული  სიმსივნეების  დროს.