2024-11-19

რა უნდა იცოდეს ყველა ქალბატონმა!

რა უნდა იცოდეს ყველა ქალბატონმა ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების შესახებ, რა სიმპტომებით ვლინდება, არსებობს თუ არა პრევენცია და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველწლიური სკრინინგი, ამ თემაზე გვესაუბრება   მამოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოქირურგი, პროფესორი გია ნემსაძე.

 

- ძუძუს კიბო, ქალთა ონკოლოგიაში პირველ ადგილზეა, რა არის ამ დაავადების მთავარი მაპროვოცირებელი?

 

როდესაც შეკითხვას მისვამენ თუ რა არის ყველაზე დიდი რისკფაქტორი ძუძუს კიბოს განვითარებისა, მაქვს ასეთი პასუხი სქესი, დიახ ქალად დაბადება მთავარი მაპროვოცირებელია, რადგანაც მამაკაცებში სტატისტიკა უმნიშვნელოდ დაბალია. გარდა ამისა არსებობს რიგი გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორებისა, როგორებიცაა გენეტიკური ფონი, ჰორმონალური დისბალანსი, ლაქტაციის პერიოდის არქონა, უშვილობა,დაბინძურებული გარემო,  რადიაცია, ულტრაიისფერი სხივები, წამყვანი როლი კი სტრესს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას  უჭირავს.

 

- თუ გენეტიკური ფონი ფიქსირდება, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი?

ყველაზე მთავარი  პრევენციაა პროფილაქტიკური შემოწმება, სკრინინგს ასეთ დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 

- რა სიმპტომებით ვლინდება ძუძუს კიბო?

გავიმეორებ და ვიტყვი, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი, რადგანაც ამ დაავადებას როგორც ასეთი სიმპტომები შეიძლება არ ჰქონდეს, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ფორმის შეცვლის, დეფორმაციის და სიმკვრივის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

 

- არსებობს მითები დაავადების გამომწვევი მიზეზებისა, თუ მოგმართავენ პაციენტები არასწორი ინფორმაციით?

ხშირად ტრავმას უკავშირებენ ხოლმე დაავადების განვითარებას, თუმცა ის მხოლოდ მაპროვოცირებელია ხოლმე ხშირ შემთხვევებში, ანუ დაავადება უკვე არსებობდა ორგანიზმში, ტრავმამ კი მის აღმოჩენას შეუწყო ხელი. ასევე არის გადაჭარბებული შეხედულებები ბიუსჰალტერით და ანტიპერსპირანტის მოხმარებაზე, რაც ასევე მითია.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია განწყობა დიაგნოზის დადგენის შემდეგ?

ვისაც ფსიქოემოციური ფონი აქვს მდგრადი, იმუნოლოგიური ძალები ისე არის განწყობილი მის ორგანიზმში, რომ იოლად ერევა, შეჯიბრება ორგანიზმსა და სიმსივნეს შორის, ორგანიზმის სასარგებლოდ მთავრდება.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა, ამაზე ხშირად საუბარი და სწორი ინფორმაციის ქონა?

გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. სკრინინგის რეგულარულად ჩატარება ამცირებს დაავადების განვითარების რისკს.

 

ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე, დაავადების პროგრესირებამდე გამოვლენა, მკურნალობის ეფექტურად ჩატარების და განკურნების საშუალებას იძლევა. 

  • ნახვები:16

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები