შპს ,,კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ (შემდგომში - კლინიკა ) წარმოადგნს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირს, რომელიც დადგენილი წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესაბამისად ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.
ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი: 404905821
ჩვენი მისამართი: თბილისი, კ.ჩაჩავას ქ.#1
ვებ-გვერდი: ico.ge
ელექტრონული ფოსტა: mladvisoryteam@gmail.com
შესავალი
კლინიკა - მოწოდებულია დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა. ჩვენთვის, როგორც წამყვანი სამედიცინო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის (თქვენი) პერსონალურ მონაცემთა თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოება.
აღნიშნული კონფიდენციალურობის განაცხადი განმარტავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზეზს, ჩვენ მიერ ყოველგვარი მოწოდებული პერსონალური მონაცემის შეკრების, დამუშავების და დაცვის უზრუნველყოფის, ასევე ამ ინფორმაციის გამოყენების გზებს და თქვენს უფლებებს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის აზუსტებს მონაცემთა კონტროლზე პასუხისმგებელი იმ პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი უფლებების თაობაზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის საკონტაქტო მონაცემებს.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
დოკუმენტი გამიზნულია:
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. კლინიკის მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:
ა) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა;
გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;
დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად;
ე) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესებისთვის არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის, თუ კანონი ითვალისწინებს სათანადო და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების ეს საფუძველი არ გამოიყენება, თუკი სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულია ამ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა დამატებითი და განსხვავებული პირობებით;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
რა შემთხვევაში ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაზიაროთ სხვა სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
თუ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, კლინიკა უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კლიენტის პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვას.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
თქვენ უფლება გაქვთ
თქვენი უფლებების შეზღუდვა
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:
უფლებების შეზღუდვის ზომას კლინიკა იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
რა სახის ინფორმაცია ვამუშავებთ თქვენს შესახებ?
სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ ჯანდაცვის სფეროში არსებული სექტორული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამედიცინო დაწესებულება პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს, მხოლოდ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, იმ მოცულობით რაც საჭიროა თქვენთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
მონაცემთა დამუშავება მთლიანად გამჭვირვალეა; ის შეესაბამება მომხმარებლების თანხმობა/უარის პრინციპს და მათ მიერ გაცემულ ნებართვას მოწოდებული მონაცემების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
თქვენი პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუ ჩვენ ვამუშავებთ ფოტოებს და ვიდეომასალას, რაც ასევე მათ გამოქვეყნებას მოიცავს, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რადგან თქვენ გაცემული გაქვთ თანხმობა მათ დამუშავებაზე.
4. რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ?
მონაცემების დამუშავების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებელი აგროვებს შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას:
დასაქმებულთა შესარჩევად:
შერჩეული კანდიდატის შემთხვევაში მუშავდება შემდეგი მონაცემები:
5. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
6. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას?
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, კლინიკამ გაატარა მთელი რიგი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები. ტექნიკური ზომები მოიცავს შესაბამის საქმიანობას ონლაინ უსაფრთხოების, მონაცემთა დაკარგვის რისკის, მონაცემთა შეცვლის ან უნებართვო წვდომის საწინააღმდეგოდ, დამუშავებასთან დაკავშირებული რისკის და დამუშავების პროცესში არსებულ პერსონალურ მონაცემთა თავისებურებების გათვალისწინებით. საორგანიზაციო ზომები მოიცავს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის შეზღუდვას და წვდომის დაშვებას მხოლოდ უფლებამოსილი პირებისათვის, რომლებსაც მონაცემთა დამუშავების ოპერაციის მიზნებიდან გამომდინარე, აქვთ მათი ცოდნის ლეგიტიმური საჭიროება.
შეკრებილი პერსონალური მონაცემები და ყოველგვარი შესაბამისი ინფორმაცია ინახება კონტრაქტორების სერვერებზე ვებგვერდის მუშაობის და ტექნიკური მომსახურების განმავლობაში.
პერსონალური მონაცემები ელექტრონულ ფორმატში: თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე, ასევე ვებგვერდზე შეკრებილ ნებისმიერ სხვა ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პაროლის მქონე საიდენტიფიკაციო სისტემით, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობისთვის, რაც არ ზღუდავს, მომავალში, მონაცემთა შესაძლო გადაცემას სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის და ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი ორგანოებისთვის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
7. ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთან ხდება მათი გაზიარება?
თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია სამედიცინო დაწესებულების პერსონალისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ამ დამუშავების ოპერაციაზე და სხვა ავტორიზებული პერსონალისთვის „სამსახურეობრივი საჭიროების“ პრინციპის შესაბამისად. ამგვარი პერსონალი მკაცრად იცავს კანონით განსაზღვრულ წესებს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამატებით კონფიდენციალობის შეთანხმებებს.
თქვენი ვალდებულებები
მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე, ან ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით, ან ეწვიოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 დღის ვადაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: mladvisoryteam@gmail.com;
დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს 24 საათის განმავლობაში ნომერზე – ან ეწვიოთ ჩვენს დაწესებულებას.
ცვლილებები
ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.
2024 წლის 1 ივნისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. კომპანიებს, რომლებიც დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, გაუჩნდათ ვალდებულება ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონთან შესაბამისობას.
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე : mladvisoryteam@gmail.com
შპს“სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფი“ ს/კ 405683194
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები