აღდგენითი-რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია

აღდგენითი-რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია

რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია მიმართულია ტრავმების, ოპერაციების ან სხვა მიზეზების შედეგად ადამიანის სხეულზე არსებული დეფექტების გამოსწორებისკენ. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პაციენტის ფსიქოლოგიური კომფორტისთვის.

კოი-ში აქტიურად ტარდება რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციები:

  • მამოპლასტიკა - ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის მოშორების მიზნით გაკეთებული რადიკალური მასტექტომიის შემდეგ პაციენტის სურვილისამებრ იგეგმება ძუძუს აღდგენითი ოპერაცია იმპლანტით, ან საკუთარი ქსოვილებით, ან ორივე მეთოდის კომბინაციით. რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა ქალბატონებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით.
  • მამაკაცის დელიკატური პრობლემების (სასქესო ასოს დეფორმაცია, ანომალიები, მოტეხილობა, სათესლეების პროთეზირება და ა.შ) მოგვარება
  • ტრავმით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული დაზიანებული ურეთრის (შარდსადენის) პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციებით აღდგენა.
  • კლინიკაში დანერგილია არასტანდარტული ქირურგიულ ჩარევა, რაც ითვალისწინებს კანის საფარველის დიდი ზომის ქიმიო-რადიორეზისტენტული და რეციდიული სიმსივნეების დროს კომბინირებულ ქირურგიულ მიდგომას - რეზექციისა და რთული რეკონსტრუქცია-პლასტიკის გაკეთებას.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები