ჩვენი ამოცანაა ონლაინ შესყიდვის პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ და თქვენი დაკვეთა რაც შეიძლება სწრაფად მოგაწოდოთ.
ნაღდი ანგარიშწორებისას და ბარათით გადახდისას დაკვეთის განთავსების დროდ ითვლება დაკვეთის ონლაინ მაღაზიაში განთავსების დრო. ხოლო საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, დაკვეთის განთავსების დროდ ითვლება თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის, ან კომპანიის მიერ გადარიცხვის ქვითრის წარმოდგენის დრო (თუ დამკვეთთან სხვა პირობა არ არის შეთანხმებული).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს მაღაზიაში არის ისეთი პროდუქციაც, რომლის იმავე დღეს მოწოდება შეუძლებელია. შესაბამისად ყურადღება მიაქციეთ პროდუქციის გვერდზე მითითებულ ვადას - ზემოთ აღნიშნული მიწოდების პირობები არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომლის მიწოდების ვადაში მითითებულია ერთზე მეტი სამუშაო დღე.
თქვენი დაკვეთის მოწოდება განხორციელდება რეგისტრაციის ფორმაში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. მიწოდება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე.
თბილისის შემოგარენში ითვლება თბილისიდან არა უმეტეს 15 კმ მანძილზე მდებარე დასახლებები, მაგ, როგორიცაა წყნეთი, ოქროყანა, კიკეთი და ა.შ. თბილისის შემოაგრენში მიწოდება ხორციელდება შემდეგ სამუშაო დღეს, 18:00 საათამდე. თბილისის შემოგარენში მიწოდების ფასი განისაზღვრება 20 (ოცი) ლარით დაკვეთის ნებისმიერ მოცულობაზე.
რეგიონებში მიწოდების ფასის დაანგარიშება მოხდება ინდივიდუალურად, დაკვეთის წონისა და მოცულობის შესაბამისად. ტრანსპორტირების ფასი და ვადები დამატებით შეთანხმებდება დამკვეთთან და თანხმობის შემთხვევაში გამოიწერება დამატებითი ინვოისი მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებაზე.
ნაღდი ანგარიშწორებისას და ბარათით გადახდისას დაკვეთის განთავსების დროდ ითვლება დაკვეთის ონლაინ მაღაზიაში განთავსების დრო. ხოლო საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში, დაკვეთის განთავსების დროდ ითვლება თანხის ანგარიშზე ჩარიცხვის, ან კომპანიის მიერ გადარიცხვის ქვითრის წარმოდგენის დრო.
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები