ეს ვებგვერდი იყენებს Cookie-ფაილებს.

Cookie-ფაილები არის იმ ვებ-სერვისების მიერ წარმოქმნილი ტექსტის ნაწილები, რომლებსაც მომხმარებელი ესტუმრა; ეს ტექსტური ფაილები შეიძლება განთავსდეს მომხმარებლის კომპიუტერზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელზეც ის ამჟამად არის შესული („პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“), ან სხვა ვებგვერდის მიერ იმ ვებგვერდზე, რომელზეც მომხმარებელი ამჟამად არის შესული („მესამე მხარის Cookie-ფაილები“). ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირების მხარდასაჭერად – მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე – შეგვიძლია თქვენს კომპიუტერზე განვათავსოთ მონაცემთა პატარა ფაილები სახელწოდებით Cookie-ფაილები. მათი საშუალებით ვებგვერდი იმახსოვრებს თქვენს აქტივობას და არჩეულ პარამეტრებს (მაგ. საიტზე შესვლის ინფორმაცია, ენა, ფონტის ზომა და სხვა) გარკვეული ვადით, რომ არ მოგიხდეთ ამ პარამეტრების განმეორებით შეყვანა ყოველ ჯერზე, როდესაც ამ საიტზე ბრუნდებით, ან ერთი გვერდიდან მეორეზე გადადიხართ.

გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა ტიპის Cookie-ფაილები:

  • პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები
  • ტექნიკური სესიის Cookie-ფაილები
  • მესამე მხარის Cookie-ფაილები (Google Analytics-ის Cookie-ფაილების ჩათვლით)
  • მესამე მხარის Cookie-ფაილები ღილაკი-ვიჯეტიდან „გაზიარება“. ამ საპოპულარიზაციო ვებგვერდზე გამოყენებულია შემდეგი სახის Cookie-ფაილები: „პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ და „სესიის Cookie-ფაილები“.

„პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ იძლევა ჩვენი ვებ გვერდის ვიზიტორების შემდეგ ინფორმაციაზე თვალის მიდევნების საშუალებას:

  • IP მისამართი (ანონიმური)
  • მდებარეობა: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, მიახლოებითი განედი და გრძედი (გეოლოკაცია)
  • მოთხოვნის (საიტზე შესვლის) თარიღი და დრო
  • ნანახი გვერდის სათაური (გვერდის სათაური)
  • ნანახი გვერდის URL (გვერდის URL)
  • იმ გვერდის URL, რომელიც ნანახი იყო ამჟამინდელ გვერდამდე (გამომგზავნი URL)
  • მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანის რეზოლუცია
  • დრო ლოკალური მომხმარებლის დროის სარტყელში
  • ფაილები, რომლებზეც დააწკაპუნეს და რომლებიც ჩამოტვირთეს (ჩამოტვირთვა)
  • ბმულები დომენის გარეთ, რომლებზეც დააწკაპუნეს (Outlink)
  • გვერდების გენერაციის დრო (დრო, რომელიც სჭირდება, ვებ-სერვერის მიერ, ვებ-გვერდების გენერირებას და მომხმარებლის მიერ ჩამოტვირთვას: გვერდის სიჩქარე)
  • გამოყენებული ბრაუზერის ძირითადი ენა (Accept-Language header)
  • ბრაუზერის ვერსია, ბრაუზერის პლაგინები (PDF, Flash, Java, …) საოპერაციო სისტემის ვერსია, კომპიუტერის იდენტიფიკატორი (User-Agent header)
  • ნანახი გვერდის ენა
  • კამპანიები
  • ძიება გვერდზე
  • ღონისძიებები

შეკრებილი მონაცემები არ გადაეცემა სხვა ორგანიზაციებს მარკეტინგის, ბაზრის კვლევის ან კომერციული მიზნებისთვის. უფრო მეტიც,  აღნიშნული მონაცემების გამოყენებით შეუძლებელია კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება. 

„პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“  იქმნება ამ ვებგვერდის მიერ შემდეგი მიზნით:

  • ამ ვებგვერდის გამართული მუშაობა;
  • სტატისტიკის შეგროვება ვებგვერდის ფუნქციების გასაუმჯობესებლად – ამ მიზნით, ვებგვერდი იყენებს სერვისს Google Analytics (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ);
  • სოციალურ მედიაში გაზიარების ფუნქციები.

„პირველი მხარის მუდმივი“ Cookie-ფაილების არსებობის ვადაა ცამეტი (13) თვე. ამის შემდეგ ისინი ავტომატურად იშლება მომხმარებლის კომპიუტერიდან. „ტექნიკური სესიის“ Cookie-ფაილები არ შეიცავს რაიმე სახის მონაცემს – ისინი კომპიუტერზე თავსდება მომხმარებლის სესიის ხანგრძლიობით (ვებგვერდების თვალიერებაზე დახარჯული დრო).

ეს Cookie-ფაილები აუცილებელია ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებლის მიერ არჩეული პარამეტრების შესანახად. მომხმარებლის მიერ ვებგვერდის დატოვების შემდეგ სესიის Cookie-ფაილები იშლება.

„მესამე მხარის Cookie-ფაილები“ (მათ შორის, Google Analytics Cookie-ფაილები) ქვემოთ დეტალურად არის განხილული. „მესამე მხარის Cookie-ფაილები“ ღილაკი-ვიჯეტიდან „გაზიარება“ კომპიუტერზე თავსდება მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, რათა მისცეს მომხმარებელს კონტენტის სოციალურ მედიაში გაზიარების საშუალება.

ჩვენი ვებგვერდის დათვალიერების დროს, ეს ვებგვერდი არ ათავსებს Cookie-ფაილებს ჩვენი სოციალური მედიის ბმულებით.

თანხმობა

ვებგვერდზე პირველად შესვლის დროს, მომხმარებელს ეძლევა არჩევანის გაკეთების საშუალება – დაეთანხმოს (“დიახ, ვეთანხმები“) ან უარი თქვას („უარი Cookie-ფაილებზე“) Cookie-ფაილების განთავსებაზე.

თანხმობა Cookie-ფაილებზე: ამ არჩევანზე დაწკაპუნებით, მომხმარებელი თანხმდება ყველა Cookie-ფაილის განთავსებას შემდეგი მიზნით:

  • ვებგვერდის ოპტიმალური ფუნქციონირება
  • სოციალურ მედიაში გაზიარების ფუნქცია
  • ინფორმაციის შეგროვება სტატისტიკური მიზნით.

უარი Cookie-ფაილებზე ამ არჩევანზე დაწკაპუნებით, მომხმარებელი არ იძლევა თანხმობას რომელიმე ზემოაღნიშნული Cookie-ფაილების განთავსებაზე. ამ შემთხვევაში თავსდება მხოლოდ სესიის Cookie-ფაილები – ეს არის ტექნიკური Cookie-ფაილები, რომელთა მთავარი დანიშნულებაა მომხმარებლის მიერ შერჩეული პარამეტრების დამახსოვრება. ეს Cookie-ფაილები თავსდება მომხმარებლის სესიის ვადით (ვებგვერდის დათვალიერებაზე დახარჯული დრო) და ავტომატურად იშლება აღნიშნული სესიის დამთავრებისას. Cookie-ფაილებზე უარი ხელს არ უშლის ვებგვერდის გამოყენებას.

არჩევანი არ გაკეთდა: თუ მომხმარებელი არც ეთანხმება და არც უარყოფს Cookie-ფაილებს, ვებგვერდი ამას განიხილავს, როგორც უარს Cookie-ფაილების განთავსებაზე და ყველა შესაბამისი ფუნქცია იბლოკება ამ არჩევანის არსებობის ვადით.

 მომხმარებლის კომპიუტერზე Cookie-ფაილები არ განთავსდება მანამ, სანამ თანხმობა არ იქნება გაცემული „დიახ, ვეთანხმები“ არჩევანზე დაწკაპუნებით.

უარი

თუ მომხმარებელი დაეთანხმა Cookie-ფაილების განთავსებას, ყოველთვის არის გადაწყვეტილების შეცვლისა და უარის თქმის შესაძლებლობა. უარის სათქმელად მომხმარებელმა მისი ბრაუზერიდან ყველა Cookie-ფაილი უნდა წაშალოს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოგიხდეთ თქვენთვის სასურველი ზოგიერთი პარამეტრის ხელით დარეგულირება ვებგვერდზე ყოველი შესვლისას, ხოლო ზოგიერთი სერვისი და ფუნქცია შესაძლოა არ მუშაობდეს.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია Cookie-ფაილების წაშლის შესახებ სხვადასხვა ბრაუზერებიდან:

უარი თვალის მიდევნებაზე

„უარი თვალის მიდევნებაზე“ წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, უარი თქვას, სხვა ვებგვერდების მიერ, მისთვის თვალის მიდევნებაზე ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის ანალიტიკური სერვისების, სარეკლამო ქსელების ან სოციალური პლატფორმების გამოყენების მიზნით. „უარი თვალის მიდევნებაზე“ არჩევანის გააქტიურება შესაძლებელია უშუალოდ თქვენს ბრაუზერში. Google Analytics თვალს არ მიადევნებს მომხმარებლებს, რომლებსაც თავის ბრაუზერებში ეს არჩევანი აქვთ გააქტიურებული.

GOOGLE ANALYTICS

ეს ვებგვერდი იყენებს სერვისს Google Analytics მომხმარებელთა ზემოაღნიშნული ინფორმაციაზე თვალის მიდევნებისთვის. ამ მიზნით, ზემოაღნიშნული შეგროვებული მონაცემები გადაეცემა სერვისს Google Inc. ვებგვერდი ანონიმურს ხდის მომხმარებლების IP მისამართებს Google Inc სერვისზე გადაცემამდე, რათა დაიცვას იმ მომხმარებელთა ანონიმურობა, ვინც ვებგვერდის სრული ფუნქციონირება აირჩია. სერვისს Google Analytics დანერგილი აქვს მონაცემთა შეკავების კონტროლის ფუნქცია. ამ ფუნქციის საშუალებით, ვებგვერდის მფლობელებს შეუძლიათ განსაზღვრონ Google Analytics ანგარიშზე არსებული მონაცემების შენახვის პერიოდი. შენახვის განსაზღვრული პერიოდია 26 თვე; ამ პერიოდის შემდეგ Google სერვერებიდან ყველა მონაცემი იშლება.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები