ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

ულტრასონოგრაფია

ულტრასონოგრაფია

ულტრასონოგრაგია (ექოსკოპიური კვლევა) - ულტრაბგერის ტალღების გამოყენებით შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების გამოკვლევის მეთოდია.

პროცედურა უსაფრთხოა არა მხოლოდმოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც და ინიშნება ორსულობის დროსაც, ვინაიდან არ აზიანებს ნაყოფს და არ აქვს ადამიანის ორგანიზმზე რადიაციული ზემოქმედება.

ულტრასონოგრაფიის დანიშნულება

ულტრასონოგრაფია ძალიან ხშირად გამოიყენება დიაგნოსტირების პირველივე ეტაპზე დაავადებებისა და სხვადსხვა ორგანოსა თუ რბილ ქსოვილებში მიმდინარე დარღვევების დიაგნოსტირებისთვის, რადგან მას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ აქვს მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე და ტარდება სწრაფად - ჩვეულებრივ, ნახევარ საათზე ნაკლებ დროში.

ულტრასონოგრაფიის უპირატესობები

  • ულტრაბგერა მარტივი და სწრაფი კვლევის მეთოდია
  • ულტრაბგერა ორგანიზმისთვის უსაფრთხოა
  • ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ვიზუალიზაციის ტესტები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თუმცა ყოველ ინსტრუმენტულ კვლევის მეთოდს სხვადასხვა დანიშნულება აქვს სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების კუთხით.
  • განსხვავებით ბევრი მაღალტექნოლოგიური კვლევისგან ულტრაბგერა იძლევა დაკვირვების საშუალებას რეალურ დროში
  • შედეგების ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებაზე

უნდა აღინიშნოს, რომ ულტრაბგერითი კვლევა ყოველთვის არ იძლევა ქსოვილის მკაფიო გამოსახულებას ჭარბწონიან ადამიანებში.

ულტრაბგერა  არ ტარდება  და  ზედპირიდანვე აირეკლავს ძვლისა და მსგავსი სიმკვრივის წარმონაქმნებიდან,ასევე აირებიდან, რაც შეუძლებელს ხდის მათ ქვეშ მდებარე სტრუქტურების გარჩევას.

ულტრასონოგრაფიის მეშვეობით იკვლევენ

  • ნებისმიერი რბილი ქსოვილი: ცხიმოვანი, შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილები, ასევე ხრტილი, სახსრები, იოგები, ნერვები;
  • გული და სისხლძარღვები;
  • მუცლის ღრუს ორგანოები - ღვიძლი,ნაღვლის ბუშტი,   სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა;
  • თირკმელები და შარდის ბუშტი;
  • მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოები:პროსტატა სათესლე ჯირკვლები,საშვილოსნო, საკვერცხეები;
  • სარძევე ჯირკვლები;
  • ფარისებრი ჯირკვალი;
  • სანერწყვე ჯირკვლები;
  • პერიფერიული ლიმფური კვანძები;
  • პლევრა და ნაწილობრივ ფილტვის ქსოვილები;

გარდა ამისა, ულტრასონოგრაფია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • სხვადასხვა ახალწარმონაქმნების იდენტიფიცირება:ქსოვილოვანი და სითხოვანი შიგთავსის დიაგნოსტირება,ხშირად ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნის დიფერენცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევა შეუცვლელია სხვადასხვა ქსოვილიდან ბიოფტატის (ბიოფსიით აღებული მასალა) მოპოვების პროცესში;
  • ნაყოფის განვითარების შეფასება;
  • ქირურგიული ოპერაციების დროს პაციენტის სხეულში ჩასმული ინსტრუმენტების კონტროლისთვის;
  • სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის სიჩქარის შეფასება და მიმდინარე დარღვევების გამოვლენა დოპლეროგრაფიით.

ულტრასონოგრაფიის აპარატის მუშაობის პრინციპი

ულტრაბგერა ისეთი სიხშირის ბგერებია, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ის გადის რბილ ქსოვილებსა და სითხეებში, მაგრამ აირეკლება როგორც ექო უფრო მკვრივი ზედაპირებიდან.

მაღალი სიხშირე უზრუნველყოფს გამოსახულების უკეთეს ხარისხს, მაგრამ უფრო ადვილად შთაინთქმება კანისა და სხვა ქსოვილების მიერ. დაბალი სიხშირის ბგერები უფრო ღრმად აღწევენ ქსოვილებში, მაგრამ მათი დახმარებით მიღებული საკვლევი ობიექტის სურათი შედარებით ნაკლებად მკვეთრია.

ულტრაბგერითი აპარატი შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან: მართვის პანელი, დისპლეი და გადამწოდი, რომელიც აგზავნის ბგერით ტალღებს და იღებს არეკლილ ბგერებს (ექო).

გამოკვლევის დროს ექიმი სხეულის საკვლევ ნაწილზე გადააადგილებს სპეციალურ სენსორს, ჩაშენებული კომპიუტერი კი აანალიზებს მიღებულ სიგნალებს, გარდაქმნის მათ გამოსახულება - სონოგრამად და გამოყავს  სურათი ეკრანზე.

სიგნალების ფორმა და ინტენსივობა დამოკიდებულია ქსოვილის სიმკვრივეზე. მაგალითად, სითხით სავსე ცისტის შემთხვევაში ბგერითი ტალღების უმეტესობა ამ უბანს გამჭოლად გაივლის, რაც ქმნის სუსტ ანარეკლს, ამიტომაც ეს ადგილები გამოჩნდება შავი უბნების სახით. ულტრაბგერას კარგად ირეკლავს მყარი წარმონაქმნები და ქმნის უფრო ნათელ და მკვეთრ სურათს.

ექოსკოპიური კვლევა იძლევა ორგანოების სტრუქტურისა და კვლევის ეტაპზე მათი მდგომარეობის შესწავლის საშუალებას.

გარდა ამისა, მეთოდი გამოიყენება ბიოფსიის პროცესის კონტროლისთვის, როცა ხდება მცირე რაოდენობით სითხის ან ქსოვილის ამოღება მასალის თვისებების ლაბორატორიაში შესასწავლად.

ულტრასონოგრაფის აგრეთვე ქტიურად იყენებენ ტოპოგრაფიულად რთულ მიდამოებში საანესთეზიო თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შესაყვანად.

მზადება ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის

ულტრასონოგრაფიული კვლევისთვის მზადება ითვალისწინებს საკვლევი ორგანოთა სისტემის ინდივიდუალიზმსა და თავისებურებებს. ეს აუცილებელია ორგანოთა კარგი ვიზუალიზაციისთვის , რათა ექოსკოპიური კვლევით მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია სწრაფად და  მარტივად, რომ  სწორად იქნეს გამოტანილი დიაგნოზი.

მაგ:

  • მუცლის ღრუს კვლევა სასურველია ჩატარდეს უზმოზე საკვების მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ. აუცილებელია  ნაწლავები დაცლილი იყოს შიგთავსისგან, რადგან მოუნელებელმა საკვებმა შესაძლოა დაბლოკოს ბგერითი ტალღა და ხელი შეუშალოს მკვეთრი გამოსახულების  მიღებას, ან მოგვცეს არტეფაქტები და მცდარი დასკვნისკენ გვიბიძგოს.
  • ნაღვლის ბუშტის კვლევა აუცილებელია უზმოდ ან მინიმუმ 5 საათის შემდეგ კვებიდან, ვინაიდან საკვების მიღების  შემდეგ ნ/ბუშტი იკუმშება  და არ ხერხდება მისი შიგთავსის  ვიზუალიზაცია.  მუცლისა და მცირე მენჯის კვლევისას საჭიროა რამოდენიმე დღით ადრე თავი შევიკავოთ ისეთი საკვების მირებისგან, რომლებიც მეტეორიზმს იწვევს ( ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, პარკოსნები) ზოგ შემთხვევაში ძლიერი მეტეორიზმის გამო საჭირო ხდება  კვლევამდე რამოდენიმე დღით ადრე  ფერმენტებისა და სიმეტიკონის ან აქტივირებული ნახშირწყლების მიღება.
  • მცირე მენჯისა და საშარდე სისტემის კვლევისთვის აუცილებელია სავსე შარდის ბუშტი - კვლევამდე რამოდენიმე საათით ადრე 1-2 ლ წყლის მიღება.

ამიტომ კვლევის დანიშვნისას ექიმი საუბრობს სპეციალური დიეტის დაცვის აუცილებლობაზე, საჭიროების შემთხვევაში და სხვა ნიუანსებზე.

აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს ნებისმიერი მედიკამენტის მიღების შესახებ

მიზანშეწონილია ექოსკოპიაზე მისვლა კომფორტული, თავისუფალი ტანსაცმლით, რომელიც არ ზღუდავს მოძრაობას, რადგან ის საშუალებას აძლევს პაციენტს შეცვალოს სხეულის პოზიცია მარტივად კვლევის ნიუანსებიდან გამომდინარე.

კოი აღჭურვილია თანამედროვე ექოსკოპიის აპარატურით (ფერადი დოპლერგრაფიით), რომლის მეშვეობითაც მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტები ატარებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები