ფიზიკური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები საჭიროებენ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქო-ემოციურ ზრუნვას.
სტრესულ სიტუაციაზე ყველა ადამიანი რეაგირებს ინდივიდუალურად. ეს დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, პიროვნულ მახასიათებლებზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ დაცვის მექანიზმებზე. თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტის ემოციური მდგომარეობა მას ხელს უშლის ფიზიკურ და სოციალურ აქტივობაში, ეს ცხოვრების ხარისხზე აისახება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერის საჭიროებაზე.
ფსიქოლოგიური თანადგომის მიზანს წარმოადგენს ონკოლოგიური დიაგნოზით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ემოციური, სემანტიკური და ეგზისტენციონალური თანადგომა.
მხარდაჭერა მიზნად ისახავს პაციენტის მიერ დაავადების მიღებას, მასთან ადაპტაციასა და შესაბამისი ქცევითი მოდელის განვითარებას -შესაბამისად პაციენტის ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება.
მიღებული შედეგები: გაზრდილი თავდაჯერებულობა, დაავადებასთან შეგუება, სიტუაციის კონტროლის განცდა, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ჯანმრთელობაზე, სხვებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარისა და მკურნალობის მრავალ გამოწვევასთან გამკლავების მექანიზმის ჩამოყალიბება.
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები