ნევროლოგია
ნევროლოგი მკურნალობს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს, თუმცა ონკოლოგიური კლინიკის ნევროლოგის კომპეტენციაში შედის ონკოლოგიური პაციენტების მართვა როგორც პრე- ასევე პოსტოპერაციულ პერიოდშიც. კონკრეტულად:
- ნევროლოგიური გართულებები კიბოს მქონე პაციენტებში
- ცერებროვასკულური დაავადებები კიბოს მქონე პაციენტებში
- ტკივილი მართვა ონკოლოგიაში, მაგ.: თავის ტკივილი კიბოთი დაავადებულ პაციენტში
- ეპილეფსია და მწვავე სიმპტომური ეპილეფსიური კრუნჩხვები კიბოს მქონე პაციენტებში
- გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობის მკურნალობა ონკოლოგიურ პაციენტებში
- ნევროლოგიური გართულებების მართვა პაციენტის სამიზნე და იმუნური თერაპიით მკურნალობისას
- სხივური თერაპიის ნევროლოგიური გართულებების მართვა
- ონკოლოგიური პაციენტების ნეირორეაბილიტაცია
- ნეიროინფექციების მკურნალობა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში
- სომატონევროლოგიური პრობლემების მართვა ონკოლოგიაში: ფოკუსირება კარდიო-ონკოლოგიაზე გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური გართულებების რისკის შემცირების თვალსაზრისით.
- კიბოს მკურნალობისას პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების თერაპია