ლალი გოგნიაშვილი

ექიმი ციტოლოგი

  • 0159 დიღომი. ჩაჩავას ქN 1

სპეციალობა: ციტოლოგი.

განათლება:

1980 1985 წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკ. სპეციალობა – ციტოლოგია.

1990 წ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტი– ახალწარმონაქმნების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა

1991 წ.  მოსკოვის გერცენის სახ. ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. ციტოლოგიური პრეპარატების იმუნოდიაგნოსტიკა (სამუშაო ადგილი).

1997 წ. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია – ახალწარმონაქმნების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა.

 

სამუშაო გამოცდილება:

1985 წ.დან დღემდე თბილისის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი (ამჟამად–უნივერსალური სამედიცინო ცენტრი), ექიმი ციტოლოგი.

2005 წ. დან დღემდე –თბილისის აკად. ა. ჯორბენაძის სახ. კლინიკური პათოლოგიის ცენტრი, ექ. ციტოლოგი.

2013 წ. დან –„ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ექ. ციტოლოგი.

2015 წ. თებერვლიდან – ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ექ. ციტოლოგი.

2015 წ. მაისიდან – „ჯანმრთელობის სახლი“, ექ. ციტოლოგი.

2002 წ. საქართველოს შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სერტიფიკატი, ლიცენზიის  N000209, ნებადართული სპეციალობა– ლაბორატორიული მედიცინა.

2004 წ.  საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია  „სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის ციტოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2006 წ. დიპლომისშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო – „PAP-ტესტის მნიშვნელობა“.

2006 წ.  თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი – „ქალის სასქესო ორგანოების არასიმსივნური პროცესები. ვულვისა და საშოს სიმსივნური და სიმსივნისმაგვარი ცვლილებები“.

2008 – LABORLIMBACH-5 caucasian conference for laboratory Medicine.

 

სამეცნიერო ნაშრომი:

თანაავტორი წიგნისა „სიმსივნური წარმონაქმნების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა“ (ავტ. მედ. დოქტ. ნ. წიქარიშვილი, ელექტრონული ვერსია lit.ge-ზე)

პედაგოგიური გამოცდილება:

1999–2003 წ. თბილისის სამედიცინო კოლეჯი „ორბი“, ბიოლოგიის და გენეტიკის მასწავლებელი.

საზოგადოებრივი საქმიანობა:

2010 წ. დან  საქართველოს პათომორფოლოგთა ასოციაციის წევრი;

2010 წ.  ვმონაწილეობდი ჩეხეთის რესპუბლიკის სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების სკრინინგის პროგრამაში, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის.

ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები