ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

ენდოსკოპია

ენდოსკოპია

ენდოსკოპია ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის თანამედროვე მინიმალური ინვაზიური მეთოდია, რომელიც შინაგანი ღრუ ორგანოების კვლევის საშუალებას იძლევა სპეციალური  თანამედროვე, მაღალი გარჩევადობის დრეკადი ვიდეო ენდოსკოპების გამოყენებით, როგორც ადგილობრივი ისე ვენური ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს პაციენტისთვის კვლევის კომფორტულად ჩატარებას. ენდოსკოპიური კვლევა ეხმარება ექიმს საბოლოო დიაგნოზის დადგენაში და გამოიყენება თერაპიული და ქირურგიული მიზნებისთვის. ენდოსკოპის საშუალებით საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ქსოვილის ნიმუშების აღება ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ტარდება შემდეგი ენდოსკოპიური კვლევები:

● ლარინგოსკოპია - სხვირის, პირის, ხორხხახის კვლევა.

● ბრონქოსკოპია - ბრონქების და ტრაქეის კვლევა.

● ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - საყლაპავის, კუჭის, 12 გ. ნაწლავის კვლევა.

● კოლონოსკოპია - მსხვილი ნაწლავის სრული კვლევა.

● ქოლანგიოსკოპია - ნაღვლის სადინარების კვლევა.

● ვირზუნგოსკოპია - პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) სადინრის კვლევა.

დიაგნოსტიკური და ქირურგიული პროცედურები:

● დიაგნოსტირდეს ლორწოვანის ანთებითი დაავადებები როგორც მწვავე ისე ქრონიკული (წყლულები, ეროზიები)  ჩირქოვანი პროცესები.

● საკვლევ ორგანოებში ახალწარმონაქმნების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა

სისხლდენის კერების აღმოჩენა და მათი მკურნალობა.

ჰელიკობაქტერიის აღმოჩენა ბიოფსიური მეთოდით.

● ორგანოების გამტარიანობის აღდგენა შევიწროვებული უბნების გაფართოვების გზით.

კუჭში გასახდომი ბალონების ჩადგმა.

პაპილოსფინქტეროტომია და სანაღვლე გზებიდან კენჭების გამოღება.

პოლიპების ( კეთილთვისებიანი სიმსივნეების) აღმოჩენა და ენდოსკოპიურად მათი მოცილება (პოლიპექტომია).

ავთვისებიანი სიმსივნეების აღმოჩენა.

უცხო სხეულების აღმოჩენა და მოცილება.

ენდოსკოპიური კვლევის უპირატესობები

ორგანოს გამოკვლევა მინიმალური ინვაზიური გზით.

სწრაფი და ზუსტი დიაგნოზი.

რადიაციული ზემოქმედების არარსებობა.

ბიოფსიის და რიგი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შესაძლებლობა.

ღია ოპერაციების ჩატარების აუცილებლობის თავიდან აცილება.

სეკრეტისა და სითხეების შეგროვება ანალიზისთვის.

პათოლოგიის გამოვლენა განვითარების ადრეულ ეტაპებზე.

მცირე ახალწარმონაქმნების მოცილება.

სურათებისა და ვიდეოების შენახვა შემდგომ დინამიკაში დაკვირვებისთვის.

ენდოსკოპია უნივერსალური მეთოდია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირველადი, სკრინინგული და დიფერენციალური დიაგნოზისთვის.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები