რენტგენომამოგრაფია წარმოადგენს სარძევე ჯირკვლების რენტგნეოლოგიური კვლევის მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა ორგანზომილებიან სიბრტყეში შეფასდეს სარძევე ჯირკვლის გამოსახულება. ეს მეთოდი მიჩნეულია სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტირების „ოქროს სტანდარტად’, ახასიათებს მაღალი (>92%) სპეციფიურობა.
მამოგრაფია - ტომოსინთეზით წარმოადგენს სარძევე ჯირკვლის გაღრმავებულ კვლევას, რომლის დროსაც ვღებულობთ როგორც 2D, ისე 3D გამოსახულებას. ტომოსინთეზის დროს ხდება სარძევე ჯირკვლის 1მმ-მდე სისქის შრეების გამოსახულების მიღება და შემდეგ ამ შრეობრივი გამოსახულებებით იქმნება სამგანზომილებიანი სურათი.
ტომოსინთეზი განსაკუთრებით ინფორმატიულია მკვრივი სარძევე ჯირკვლის შემთხვევაში (რადიოლოგიური სიმკვრივე ACR3, ACR4), როდესაც სტანდარტულ მამოგრამაზე ვერ ხერხდება პათოლოგიის ვიზუალიზაცია სუმაციური (ზედდებით განპირობებული) გამოსახულების გამო.
სტანდარტულ მამოგრამაზე მედიალურად ჩანს ასიმეტრიული სიმკვრივის ფოკუსი, რომელიც შესაძლოა შეფასდეს როგორც Bi-RADS 3 (შესაძლო ავთვისებიანი).
ტომოსინთეზის რეჟიმში ვლინდება არამკაფიო კონტურების მქონე წარმონაქმნი - ფასდება როგორც Bi-RADS 5 - აშკარად ავთვისებიანი.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტომოსინთეზი 25-35%-ით უკეთესად ავლენს სარძევე ჯირკვლის კიბოს სტანდარტულ მამოგრაფიასთან შედარებით.
ტომოსინთეზის უპირატესობებია:
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები