ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა

თანამედროვე მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე ხშირად წარმოადგენენ სიკვდილის მიზეზს, ამასთანავე სიმსივნის მრავალი სახეობა „გაახალგაზრდავდა“ და გვხვდება 25-30 წლის ახალგაზრდებში და ზოგ შემთხვევაში ბავშვებშიც

ავთვისებიანი წარმონაქმნების პრევენცია (პროფილაქტიკა) გულისხმობს კიბოსწინარე მდგომარეობების განვითარების შეზღუდვას 3 სახვადასხვა პროფილაქტიკური ეტაპით:

პირველადი პროფილაქტიკა - ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევების აღმოფხვრა

მეორადი პროფილაქტიკა - რისკ-ჯგუფში არსებულ პირებზე დაკვირვება ამა თუ იმ ონკოლოგიური დაავადების განვითარების კუთხით; აგრეთვე კიბოსწინარე მდგომარეობებისა და სიმსივნეების ადრეული ფორმების  ნაადრევი გამოვლენა და მიზანმიმართული მკურნალობა.

მესამეული პროფილაქტიკა - ეხება პაციენტებს, რომელთაც გადატანილი აქვთ ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. პროფილაქტიკის ეს ეტაპი მიმართულია რეციდივებისა და მეტასტაზური ახალწარმონაქმნების და აგრეთვე განკურნებულ პაციენტებში სიმსივნის ახალი ფორმის განვითარების რისკის შემცირებისკენ.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის უმთავრეს ამოცანას სწორედ მეორადი და მესამეული პრევენციული ეტაპების განხორციელება წარმოადგენს. კლინიკის უმთავრესი მიზანია მეტი გადარჩენილი სიცოცხლე, მეტი განკურნებული პაციენტი!

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები