ციტოლოგია არის ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმების უჯრედების სტრუქტურას, მათ ფუნქციონირებას, გაყოფისა და გამრავლების პროცესებს, დაბერებასა და სიკვდილს.
მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე ციტოლოგიური კვლევების მასალები - ქსოვილები და სითხეები, რომელთა შეგროვება ხდება პუნქციის, ბიოფსიის, ნაცხის აღების, ენდოსკოპიური გამოკვლევის დროს, აგრეთვე ციტოლოგიური კვლევისთვის გამოიყენება შარდი, ნახველი და ა.შ.
ჩვენებები ციტოლოგიური კვლევისთვის
• სკრინინგი - პროფილაქტიკური გამოკვლევები კიბოს გამორიცხვის მიზნით.
• დიაგნოსტიკა - სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზის დადგენა
• დაავადების მკურნალობის შედეგების მონიტორინგი - თერაპიის დროს, აგრეთვე მის შემდეგ შესაძლო რეციდივების ადრეული გამოვლენისთვის.
ციტოლოგიური გამოკვლევა ინფორმაციულია როგორც სიმსივნეების, ასევე კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკაში:
• საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოს სხეული
• სარძევე ჯირკვალი
• ფარისებრი ჯირკვალი
• ფილტვები
• კანი, რბილი ქსოვილები და ძვლები
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
• ლიმფური კვანძები და ა.შ.
კვლევის დასრულების ვადები:
დასკვნა მზად არის მასალის შეგროვებიდან მაქსიმუმ 2-3 დღეში
ციტოლოგიური კვლევის მეთოდის უპირატესობები
• აბსოლუტურად უვნებელია პაციენტისთვის
• უმტკივნეულობა
• მრავალჯერადი ციტოლოგიური კვლევის გამოყენების შესაძლებლობა
• კვლევის შედეგები მოკლე დროში
• ნებისმიერი მდებარეობისა და პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები