მამოლოგია
მამოლოგია ჩვენი კლინიკის ერთერთი უმთავრესი დარგია. კლინიკაში დანერგილია ძუძუს, როგორც არასიმსივნური, ასევე სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში სარძევე ჯირვალზე ტარდება ყველა სტანდარტული, აღდგენით-რეკონსტრუქციული და არასტანდარტული ტიპის ოპერაციები. წარმატებით ხორციელდება ძუძუს კიბოს მკურნალობა დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.