სიახლეები --> ძუძუს დაავადებება

ძუძუს დაავადებება

ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებები ძირითადათ   რეპროდუქციული ასაკის ქალებში გვხდება და ეს პროცესი ენდოკრინული სისტემის ცვლილებების ფონზე ჰორმონალური დისბალანსის შედეგია.

ძუძუს კეთილთვისებიანი დაავადებებიდან აღსანიშნავია: კვანძოვანი ფიბროადენომატოზი (კვანძოვანი მასტოპათია) - ფიბროადენომები, კისტები,

აღსანიშნავია აგრეთვე იშვიათი ფორმები: სადინარშიდა პაპილომა, ფოთლისებური ფიბროადენომა, მასტიტი  - ლაქტაციური და არალაქტაციური; ჰამარტომები და ლიპომები.

ფიბროადენომა  შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურის  მქონე კარგად მოძრავი, ოვალური ფორმის წარმონაქმნია. ის შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, ისინჯებოდეს ერთ ან ორივე ძუძუში.

კისტა - სითხოვანი წარმონაქმნია. მისი ორი ფორმა არსებობს: თხელკედლიანი, სადა კაფსულით, გამჭირვალე შიგთავსით, რომელიც  ძირითადად ულტრასონოგრაფიით ფასდება, ასაკის გათვალისწინებით (40  წელი და ზემოთ) ტარდება მამოგრაფია, ზოგჯერ კეთდება კისტის დრენირება და შიგთავსის ციტოლოგიური კვლევა.

სქელკედლიანი კისტა - ხშირად ხელით  კარგად პალპირებადი წარმონაქმნია, პაციენტს ასაკის გათვალისწინებით უტარდება მამოგრაფია, ძუძუს  ექოსკოპია    ფასდება  კისტის  კედლის  სისქე და შიგთავსი.

40 წლის  ზემოთ  ასაკში მიზანშეწონილია მისი ამოკვეთა, რათა არ მოხდეს კისტის კედლის ატიპიური ცვლილებები და ავთვისებიანად გადაგვარება.

ფიბროზულ-ცისტოზური და დიფუზური მასტოპათიები პირდაპირ კავშირშია ფარისებრი ჯირკვლის   პათოლოგიებთან, ხასიათდება მარცვლოვანებით. პაციენტი აღნიშნავს ხშირ შემთვევაში ძუძუს დვრილიდან  სითხოვანი გამონადენის  არსებობას .

გამონადენი შეიძლება იყოს მოთეთრო, მოყვითალო  ან მუქი მწვანე ფერის, ექოსკოპიით ძუძუში შეინიშნება მრავლობითი ან ერთეული  ცისტური ჩანართი. აღსანიშნავია ძუძუს სადინარების დილატაცია.

პაციენტი აღნიშნავს ტკივილსა  და  დისკომფორტს ძუძუში. მტკივნეულობა მატულობს განსაკუთრებით ციკლის წინა პერიოდში და ამ პროცესს პრედმენსრუალური სინდრომი  ჰქვია.

კვანძოვანი  ფიბროადენომატოზი (კვანძოვანი მასტოპათია) საჭიროებს  მეტ  ყურადრებას და მონიტორინგს,  რათა ჰორმონალური  დისბალანსის ფონზე არ  მოხდეს კვანძოვანი წარმონაქმნის ატიპიური  ცვლილებები და გადაგვარება. პაციენტს უტარდება  ექოსკოპია, მამოგრაფია, ხშირ  შემთვევაში  ბიოფსია და ციტოლოგიური  კვლევა.

სადინარშიდა პაპილომა ძუძუს იშვიათი  ფორმის კეთილთვისებიან დაავადებას წარმოადგენს, ამ დროს ქსოვილოვანი  ჩანართი -  პაპილომა -   მამოგრაფიითა და ექოსკოპიური კვლევით შესაძლოა არ ვიზუალიზირდეს.  ამ დაავადების  გამოვლინება  ხდება  ძირითადად   ს/  ჯირკვლის  დვრილიდან  სისხლიანი  ან  მუქი ყავისფერი  გამონადენის არსებობით. ამ დროს საჭიროა გამონადენის  ციტოლოგიური  კვლევა.

ფოთლისებური ფიბროადენომა (ფილოიდური  სიმსივნე) შემაერთებელქსოვილოვანი სწრაფად მზარდი წარმონაქმნია, რომელიც  ზოგჯერ საკამაოდ  დიდ  ზომას  აღწევს.  ტარდება  ექოსკოპია,  წარმონაქმნის  ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.

 

ლაქტაციური  მასტიტი - მშობარობის  შემდეგომ  ეტაპზე რძის  არასრული დაცლის და სადინრებში მისი დაგროვების  შემდეგ  ვითარდება, რომელიც  იწვევს ძუძუს ქსოვილის შეშუპებას, კანის  სიწითლეს, მაღალ ტემპერას, ძუძუს  სიმსკვრივეს და ძლიერი ხასიათის  ტკივილს.