სიახლეები --> ენდოსკოპიური პოლიპექტომია

ენდოსკოპიური პოლიპექტომია

ენდოსკოპიური პოლიპექტომია არის მინიმალური ინვაზიური ქირურგია. მისი მიზანია კუჭისა და  მსხვილი ნაწლავის  პოტენციურად საშიში წარმონაქმნების (პოლიპების) ამოღება.

ძნელი ზუსტად განისაზღვროს თუ რა იწვევს  პოლიპების წარმოქმნას.

-         დიდი რაოდენობით კანცეროგენური საკვების მოხმარება, ყაზბობა, ზედმეტი კილოგრამები, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, დიეტა. ეს ყველაფერი იწვევს ნაწლაური სიტემის მუშაობის დარღვევას და  პროვოცირებას  ახდენს ახალი არასასურველი  წარმონაქმნის  განვითარებას.

 

ოპერაცია ტარდება ინტრავენური ანესთეზიის ქვეშ.  პოლიპების ელექტროქირურგიული მოცილება ხორციელდება მოქნილი ვიდეო გასტროსკოპის ან ვიდეო კოლონოსკოპის გამოყენებით. ამოღებული პოლიპები შემდეგ იგზავნება ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის. პოლიპების უმეტესობა კეთილთვისებიანია, ამიტომ რეკომენდებულია მათი ამოღება აღმოჩენისთანავე. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ თუ პოლიპები არ მოიკვეთა და უყუეადღებოდ დავტოვებთ, შესაძლებელია  შემდგომში  ისინი გადაგვარდენ  სიმსივნურ კერებად.

ენდოსკოპიური პოლიპექტომიის დროს  ერთდროულად ხდება ორგანოს კედლების შიდა გამოკვლევა და წარმონაქმნების მოცილება.