ნიკა ახვლედიანი

უროლოგი - ანდროლოგი

  • 0159 დიღომი. ჩაჩავას ქN 1

სპეციალობა: უროლოგი-ანდროლოგი

აკადემიური ხარისხი: სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორიპროფესორი.

თანამდებობა: ექიმიუროლოგი - ანდროლოგი

განათლება, პროფესიული გამოცდილება, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა

  • 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემია.
  • 2001-2003 წლებში სწავლობდა კლინიკურ ორდინატურაში მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის განყოფილებაში.
  • 2002 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება „ანდროლოგიის საფუძვლებში“ მოსკოვის ა.ი. ევდოკიმოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში პროფესორ ა.ს. სეგალის ხელმძღვანელობით.
  • 2003 წელს ჩააბარა სრულ განაკვეთზე ასპირანტურაში მოსკოვის ი.მ. სეჩენობის სახელობის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის განყოფილებაში.
  • 2003 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება „ონკუროლოგიაში“ მოსკოვის ი.მ. სეჩენობის სახელობის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის განყოფილებაში.
  • 2003 წლიდან რუსეთის უროლოგთა საზოგადოების (ROU) სრულუფლებიანი წევრია.
  • 2005 წლიდან - ევროპის უროლოგიის ასოციაციის (EAU) სრულუფლებიანი წევრი.
  • 2006 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება „ოპერაციული ანდროლოგიის“ მიმართულებით რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის უროლოგიისა და ქირურგიული ანდროლოგიის განყოფილებაში პროფესორ მ.მ. სოკოლშჩიკის ხელმძღვანელობით.
  • 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ვადაზე ადრე თემაზე „ერექციული დისფუნქცია პროსტატის ჰიპერპლაზიის ტრანსურეთრალური ოპერაციის შემდეგ: დიაგნოზი, მკურნალობა და პრევენცია“ (ხელმძღვანელი - რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი იური გენადის ძე ალიაევი).
  • 2006-2008 წლებში იყო სამეცნიერო ჯგუფის მეცნიერ-თანამშრომელი, ასევე ექიმი-უროლოგი მოსკოვის ი.მ. სეჩენოვს სახელობის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კლინიკაში.
  • 2007 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი „ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა უროლოგიაში“ მოსკოვის ი.მ. სეჩენობის სახელობის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის განყოფილებაში.
  • 2009 წლიდან - სქესობრივი მედიცინის ევროპული და საერთაშორისო საზოგადოებების (ESSM და ISSM) სრულუფლებიანი წევრი.
  • 2009 წელს გახდა სეჩენოვის უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის დოცენტი.
  • 2010 წელს გაიარა სტაჟირება გენიტალური ქირურგიის მიმართულებით ლონდონის უროლოგიის ინსტიტუტში პროფესორ დევიდ რალფთან.
  • 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა სეჩენოვის უნივერსიტეტის მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კათედრას.
  • 2012 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდებაზე თემაზე „ნაადრევი ეაკულაცია: ეპიდემიოლოგია, რისკფაქტორები, დიაგნოზი და მკურნალობა“ (სამეცნიერო კონსულტანტი -- რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი იური გენადის ძე ალიაევი).
  • 2013 წელს შევიდა ამ პროფილის ყველაზე უფრო ძველი სამეცნიერო ჟურნალის „უროლოგიის“ სარედაქციო კოლეგიაში, რომელიც უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ რეკომენდირებული იქნა სადოქტორო დისერტაციების შეედეგების გამოსაქვეყნებლად.
  • 2013 წელს გაიარა სტაჟირების კურსი ფალოპროთეზირებაში მოწინავე სპეციალისტებისთვის პროფესორ სტივ უილსონთან (აშშ).
  • 2014 წელს გაიარა სტაჟირება პროფესორ პოლ პერიტოსთან (აშშ).
  • 2014 წლიდან 2015 წლამდე იყო სეჩენოვის უნივერსიტეტის ურონეფროლოგიისა და ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტის ანდროლოგიისა და გენიტალური ქირურგიის განყოფილების გამგე.
  • 2014 წელს გახდა მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი
  • 2015 წელს გაიარა სტაჟირება ხელოვნური შარდის სფინქტერის იმპლანტაციაში პროფესორ იგნასიო მონკადასთან (ესპანეთი).
  • 2017 წლიდან - ევროპის სამედიცინო ცენტრის (მოსკოვი) უროლოგიურ კლინიკაში „მამაკაცების ჯანმრთელობის“ მიმართულების ხელმძღვანელია.
  • 2018 წელს გაიარა სტაჟირება მოწინავე რეპროდუქციული მიკროქირურგიის მიმართულებით ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტში პროფესორებთან მარკ გოლდშტეინთან, პიტერ შლეგელთან და ფილიპ ლისთან (აშშ).
  • 2018 წელს გაიარა სტაჟირება სუბკორონარული ფალოპროთეზირების უახლეს ტექნიკაზე პროფესორ რობერტ ვალენზუელასთან ნიუ-იორკის მაუნთ-სინაის კლინიკაში (აშშ).
  • 2018 წლიდან - K + 31 საავადმყოფოს „მამაკაცთა ჯანმრთელობის“ განყოფილების ხელმძღვანელია (მოსკოვი).
  • 2018 წლიდან ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრესტიჟულ სასწავლო კურსს მამაკაცის რეპროდუქციულ მიკროქირურგიაში უროლოგებისთვის.
  • 2018-2022 წლებში იყო მოსკოვის ა. ი. ევდოკიმოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის აუროლოგიის კათედრის პროფესორი.
  • 2021 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი, უროლოგებისათვის განკუთვნილი ფალოპროთეზირების სასწავლო კურსის წამყვანი.

ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები