სერვისები --> უროლოგია

უროლოგია

უროლოგია და  მცირე მენჯის ღრუს დაავადებები

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში შესაძლებელია საშარდე და სასქესო სისტემის სრული გამოკვლევა. გამოცდილი სპეციალისტები ჩაგიტარებენ კვალიფიციურ კონსულტაციას.

კლინიკაში ტარდება ნებისმიერი უროლოგიური და ონკოუროლოგიური პათოლოგიების დროს ურთულესი ოპერაციები. ცისტექტომია, შარდის ბუშტის დაბალი წნევის რეზერვუარის ფორმირებით. ენდოსკოპიური ოპერაციები წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის და შარდის ბუშტის კიბოს დროს. ნეფრექტომია და ორგანოშემნახველი ოპერაციები თირკმლის სიმსივნის დროს. პლასტიკური ოპერაციები თირკმლის თანდაყოლილი პათოლოგიების დროს.  პლასტიკური და ენდოსკოპიური ოპერაციები შარდსადენი მილის შევიწროების დროს. ოპერაციები სასქესო ასოს კურვატურის დროს.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ უროლოგიურ და ონკოუროლოგიურ დახმარებას